კვამატელი (ფამოტ) ი/ვ ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 20მგ ფლაკონი+გამხსნელი 5მლ #5
კვამატელი (ფამოტ) ი/ვ ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 20მგ ფლაკონი+გამხსნელი 5მლ #5

კვამატელი (ფამოტ) ი/ვ ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 20მგ ფლაკონი+გამხსნელი 5მლ #5

უნგრეთი

გედეონ რიხტერი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა:
1 ტაბ. შეიცავს 20მგ ან 40მგ ფამოტიდინს.
1 ფლაკონი შეიცავს 20მგ ფამოტიდინის ლიოფილიზირებულ ფხვნილს.
გამხსნელი: 5მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარი.
ფორმა:
გარსით დაფარული ტაბლეტები 20მგ და 40მგ.
20მგ ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის დასამზადებლად

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ჰისტამინური H2 რეცეპტორების ბლოკატორი.
ჩვენება:
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭის სეკრეტორული ფუნქციის გაძლიერებით გამოწვეული ეროზიული ეზოფაგიტი, კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, ზოლინგერ-ელისონის სინდრომი;
კუჭის რეციდივების პროფილაქტიკა;
კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკა ზოგადი ანესთეზიის დროს (მენდელსონის სინდრომი).

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ფამოტიდინის და სხვა ჰისტამინური H2 რეცეპტორების ბლოკატორების მიმართ;
ორსულობა და ლაქტაცია.
ბავშვებში.
დოზირება და მიღების წესი:
გარსით დაფარული ტაბლეტები:
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის დროს ჩვეულებრივ ინიშნება 20მგ 2-ჯერ დღეღამეში ან 40მგ 1-ჯერ დღეღამეში ძილის წინ.
მკურნალობის კურსი ძირითადად გრძელდება 4-8 კვირა.
წყლულის რეციდივის პროფილაქტიკა-20მგ დღეში ერთხელ ძილის წინ.
კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსი- 20მგ 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს 6 კვირის განმავლობაში, ეზოფაგიტის დროს-20-40მგ 2-ჯერ დღეში 12 კვირის განმავლობაში.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:
პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობაზე.
საწყისი დოზა ძირითადად შეადგენს 20მგ-ს ყოველ 6სთ-ში. პრეპარატის მიღება წარმოებს კლინიკურად დადგენილი დროის განმავლობაში.
კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკა ზოგადი ანესთეზიის დროს-40მგ საღამოს ოპერაციის წინ, დაან დილით ოპერაციის წინ.
ინექციები:
იყენებენ მხოლოდ მძიმე შემთხვევებში, ან მაშინ, როდესაც ტაბლეტების მიღება შეუძლებელია. ვენაში ინექციის სახით პრეპარატის ძირითადი დოზა შეადგენს 20მგ-ს 2-ჯერ დღეში (ყოველ 12 სთ-ში).
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:
საწყისი დოზა შეადგენს 20მგ-ს ვენაში, ყოველ 6სთ-ში. შემდგომში პრეპარატის დოზა დამოკიდებულია მარილმჟავას სეკრეციაზე და ავადმყოფის კლინიკურ მდგომარეობაზე.
კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკა ზოგადი ანესთეზიის დროს-ზოგადი ანესთეზიის დაწყებამდე ვენაში შეჰყავთ 20მგ პრეპარატი ოპერაციის დღეს ან არა უმცირეს 2სთ-ით ადრე ოპერაციის დაწყებამდე.
ვენაში ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20მგ-ს. ვენაში წვეთოვანი ინექციის დაწყებამდე საჭიროა ფლაკონში არსებული ფხვნილის გახსნა 5-10მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარში და პრეპარატის ნელი ინექცია 2წთ-ის განმავლობაში. ხოლო ვენაში ინფუზიის დროს საჭიროა ფლაკონის შიგთავსის გახსნა 100მლ 5% გლუკოზის საინფუზიო ხსნარში. ვენაში ინფუზია წარმოებს 15-30წთ-ის განმავლობაში. პრეპარატის ხსნარის მომზადება ხდება უშუალოდ მისი გამოყენების წინ. გამოყენებისათვის ვარგისია პრეპარატის მხოლოდ სუფთა და გამჭვირვალე ხსნარი. გახსნილი საინექციო ხსნარი ინახება 25ძC ტემპერატურაზე არა უმეტეს 24სთ-ის განმავლობაში.
თირკმელების უკმარისობის დროს კრეატინინის კლირენსისას 30მლწთ-ში უფრო ნაკლები აუცილებელია პრეპარატის სადღეღამისო დოზის (როგორც შიგნით მიღებისას, აგრეთვე ვენაში ინექციის დროს) შემცირება 20მგ-მდე, ან პრეპარატის ცალკეული დოზების მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა 36-48სთ-მდე.


გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გედეონ რიხტერი
ქვეყანა
უნგრეთი
ჯენერიკი
ფამოტიდინი
დოზა
20მგ
ფორმა
ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
ფლაკონი+გამხსნელი 5მლ
რაოდენობა შეფუთვაში
5
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი