საერთაშორისო დასახელება - dexpanthenol კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის გამააქტიურებელი, ტროფიკის გამაუმჯობესებელი და რეგენერაციის პროცესის მასტიმულირებელი პრეპარატები → ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატები
ფარმაკოლოგიური თვისებები ახასიათებს ანთების საწინააღმრდეგო, დერმატოპროტექტორული, რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება. ავსებს პანტოთენური მჟავის დეფიციტს. დექსპანთენოლი ქმნის ორგანიზმსში აქტიურ მეტაბოლიტს - პანტოთენის მჟავას,რომელიც წარმოადგენს CO-ფერმენტს, რომელსაც დიდი როლი ენიჭება ცვლის პროცესში: ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდებისა და ფოსფოლიპიდების მეტაბოლიზმში. უზრუნველყოფს კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას, ქოლინის აცეტილირებას. მონაწილეობს ეპითელიუმის და ლორწოვანი გარსების აღდგენა-განვითარებაში, ადგილობრივად ასტიმულირებს ფიბრობლასტებს, კოლაგენისა (ზრდის მდგრადობას) და ელასტინის ბოჭკოების წარმოქმნას, აჩქარებს მიტოზს.
ჩვენებები --კანის სიმშრალე. --დამწვრობა,ნაწოლები, --ტროფიკული წყლული,ჰერპესი --ნახეთქები(ანალური), -დერმატიტი, ალერგიული დერმატოზი. --კანის ცუდად მიხორცებადი ტრანსპლანტანტები. --კანის სხივური დაზიანება,ასევე იცავს კანს მზისა და ულტრა იისფერი სხივებისაგან --პოსტ-ოპერაციული ჭრილობები და შრამები. --აბსცესები, ფურუნკულოზი. -- ლაქტაციის პერიოდში ძუძუს დვრილების ნახეთქებისა და სხვა ანთებითი პროცესების მკურნალობა და პროფილაქტიკა. --ახალშობილებში გამოიყენება საფენებისაგან მიღებული კანის ჩახურვის(გამოწვა) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის
მიღების წესები და დოზები გარეგანი მოხმარების დროს გამოყენებულ უნდა იქნას დაზიანებულ ან ანთებითი პროცესის მქონე კანის მონაკვეთზე, ორჯერ ან რამოდენიმეჯერ დღე- ღამის განმავლობაში. მეძუძური დედების სარძევე ჯირკვლების მოვლა : მალამო უნდა დატანილ იქნას ძუძუს დვრილებზე ბავშვის ყოველი ძუძუთი გამოკვების შემდეგ.შეიძლება გამოყენებული იქნას კომპრესის სახით. თოთო ბავშვების მოვლა :მალამო გამოიყენება საფენების ყოველი გამოცვლის დროს
გვერდითი მოვლენები იშვიათ შემთხვევებში კანის ალერგიული რექცია
უკუჩვენება ჰიპერმგძნობელობა
ორსულობა და ლაქტაცია გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.