პროდუქტის შესახებ
ოქტენისეპტი
შემადგენლობა: ხსნარის 100 გრ შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: 0.1 გრ ოქტენიდინდიჰიდროქლორიდი, 2.0 გრ ფენოქსიეთანოლი (ევრ. ფარმ.); სხვა ინგრედიენტები: (3-ქოქოსის ცხიმოვანი მჟავა ამიდოპროპილი) დიმეთილაზანიუმილ აცეტატი, ნატრიუმ-D-გლუკონატი, გლიცეროლი 85%, ნატრიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჭრილობებისა და ლორწოვანი გარსის ანტისეპტიკური საშუალება.
ჩვენებები: ჭრილობის დამუშავება, ტრავმატული, მწვავე, ქრონიკული და ქირურგიული ჭრილობების პლიუს დამწვრობების ანტისეპტიკური მკურნალობა. ლორწოვანი გარსის ანტისეპტიკური საშუალება: პირისა და ანოგენიტალურ არეში დიაგნოსტიკური და ოპერაციული ჩარევა, გაკვეთამდე, ერთჯერადი ან მუდმივი ტრანსურეთრალური კათეტერის ჩადგმამდე. MRSA-თი კოლონიზირებული პაციენტების მთელი სხეულის ანტიბაქტერიული დაბანვა. ეფექტურია: ბაქტერიების წინააღმდეგ, ქლამიდიისა და მიკოპლაზმას ჩათვლით - საოკოებისა და საფუარას წინააღმდეგ (ტრიქომონადები) - ვირუსების წინააღმდეგ (მარტივი ჰერპესი, B ჰეპატიტის ვირუსი, C ჰეპატიტის ვირუსი, აივ). მოწოდებულია ყველა ტიპის ჭრილობის დასამუშავებლად: ნაკბენი, ნაჩხაპნი, ნაკვეთი, დამწვარი, ნაკაწრი, დაწყლულებული, ინფიცირებული (დიაბეტური ტერფი). ლორწოვანზე - ნებისმიერი დაზიანებული უბნის დასამუშავებლად (რინიტი, ანგინა, სინუსიტი, ვაგინიტი, კოლპიტი).
განსაკუთრებული მითითებები: მოქმედების ფართო ანტისეპტიკური სპექტრი, მოქმედების სწრაფი დაწყება, გამოყენებიდან 1 წუთში, კარგად აიტანება კანისა და ლორწოვანი გარსის მიერ, გამოიყენება ჩვილებსა დღენაკლეულებში, უმტკივნეულო გამოყენება. მოქმედებას იწყებს დატანებისთანავე. იცავს ინფიცირებისგან. ხელს უწყობს შეხორცებას. არ საჭიროებს გადახვევას.ლორწოვანზე დიდი ხნით შეხება - 30 წამზე მეტი - და გადაყლაპვა დაუშვებელია. არ შეიცავს ალკოჰოლს. არ არის ალერგიული და არ აქვს ასაკობრივი შსეზღუდვა.
ორსულობა და ლაქტაცია: გამოიყენება ორსულებში II და III ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში.
გარეგნული სახე და შეფუთვა: 1000 მლ-იანი ბოთლი. უფერო ხსნარი.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შულკე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
125564