ოქტენისანი დასაბანი ლოსიონი 150მლ #1
ოქტენისანი დასაბანი ლოსიონი 150მლ #1

ოქტენისანი დასაბანი ლოსიონი 150მლ #1

გერმანია

შულკე
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): octenidine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის
ოქტენისანი არის ანტიმიკრობული დასაბანი ლოსიონი კანისა და თმისთვის, რომლის შემადგენლობაში შემავალი ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდის მოქმედებით მიიღწევა ძლიერი ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული ეფექტი
მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ანტისეპტიკური საშუალებები ფართოდ გამოიყენება მედიცინაში კანსა და ლორწოვანზე მიკრობების ზრდის ინჰიბირების მიზნით. ანტისეპტიკების გამოყენება მიზანშეწონილია, როგორც სამკურნალო, ასევე პროფილაქტიკური მიზნით.
დაახლოებით 20 წლის წინ გერმანელი სპეციალისტების მიერ (შულკე) შეიქმნა ინოვაციური ანტისეპტიკური ფორმულა _ ოქტენიდინი (ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდი), რომელიც მისი განსაკუთრებული თვისებების გამო აქტიურად გამოიყენება კანის, ლორწოვანისა და ჭრილობების ანტისეპტიკისთვის
ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდი
ქიმიური ნივთიერება, რომლის თითოეული მოლეკულა შეიცავს არა ერთ, არამედ ორ კათიონურად აქტიურ ცენტრს, სწორედ ამით აიხსნება ოქტენიდინის ძლიერი და გახანგრძლივებული ანტიმიკრობული აქტივობა.
ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდის მოქმედების სპექტრი
გრამ + ბაქტერიები: Staphylococcus aureus/MRSA ,Streptococcus pyogenes, Streptococcus faecalis, Escherichia Coli;
გრამ + ბაქტერიები: Proteus mirabilis, Pseudomonas aeruginosa, Gardnerella vaginalis, Neisseria gonorrhoeae;
უჯრედშიდა გამომწვევები: Chlamydia trachomatis, Mycoplasma hominis, Ureaplasma urelyticum
საფუარა და ობის სოკოები: Candida Albicans, Trichophyton mentagrophytes, Trichophyton rubrum, Microsporum gypseum, Epidermophyton floccosum
პროტოზოები: Trichomonas vaginalis, Trichomonas gallinae ვირუსები: Herpes simplex, HBV, HCV, HIV
ოქტენისანის ეფექტურობა
არ იწვევს რეზისტენტული შტამების გამრავლებას
აქვს მოქმედების ფართო სპექტრი
აღენიშნება სწრაფი ეფექტი
არის ჰიპოალერგიული
უსაფრთხო (გამოიყენება 0 ასაკიდან, ორსულებში, ხანდაზმულებში)
სისხლი, ლორწო, ფერმენტები- არ ახდენს მის ეფექტურობაზე გავლენას
აპლიკაციის შემდეგ არ აქვს რეზიდუალური ეფექტი
არის სტაბილური, არ განიცდის დაშლას სხვადასხვა ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების ზემოქმედებით (ქლორჰექსიდინისგან განსხვავებით)
პრობლემა
ნოზოკომიალური ინფექციების განვითარების მინიმუმამდე დაყვანა და მათი პრევენცია თანამედროვე მედიცინის აქტუალური პრობლემაა, საავადმყოფოს შიგნით განვითარებული ინფექციების 90% ბაქტერიული წარმოშობისაა და მათი ყველაზე ხშირი გამომწვევებია
Staphylococcus aureus/MRSA, Pseudomonas aeruginosa, Escherichia Coli, Klebsiella pneumoniae
და მისი გადაჭრის გზები
ნოზოკომიალური ინფექციის პრევენციის დონე ბევრად განსაზღვრავს პოტენციური დანაზოგების მასშტაბებს
ნოზოკომიალური ინფექციის პრევენციის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია “ინფექციის რეზერვუარის” შემცირება
დაინფიცირებული პაციენტის დეზინფექცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნოზოკომიალური ინფექციის პრევენციში
ინგლისის საავადმყოფოებში, ნებისმიერ დროს მოზრდილთა პოპულაციის 8,2% ინფიცირდება ნოზოკომიალური ინფექციით (HCAI- healthcare Acquired Infection), რაც ყოველწლიურად დაახლოებით 5000 სიკვდილიანობას იწვევს
მკურნალობის დამატებითი ხარჯების გამო, ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისთვის HჩAI-ის გადასახადი დაახლოებით 1 მილიარდ სტერლინგს შეადგენს
ყველა ნოზოკომიალური ინფექციიდან შესაძლებელია 15% -ის პრევენცია, რაც შეამცირებს ლეტალობას და დაიზოგება დამატებითი სამკურნალო ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხები
პრევენციული ღონისძიებების შეუსაბამობამ შესაძლოა გამოიწვიოს დაინფიცირებული პაციენტის მიერ ინფექციის გავრცელება
ოქტენისანი, დასაბანი ლოსიონი კანისა და თმისთვის _ უპირატესობები
ოქტენისანი აკმაყოფილებს ანტისეპტიკური საშუალებისთვის აუცილებელ ყველა ძირითად მოთხოვნას:
ერთადერთი ანტიმიკრობული დასაბანი ლოსიონი შემადგენლობით – ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდი, რომლის მოქმედებითაც მიიღწევა ძლიერი ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული ეფექტი
ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება, მათ შორის მულტირეზისტენტული შტამების მიმართ (MRSA)
კანის მოვლის უსაფრთხო საშუალება _ ჰიპოალერგიული, PH ნეიტრალური, არ შეიცავს საღებავებს, საპონსა და არომატიზატორებს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
შულკე
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ოქტენიდინი
ფორმა
ლოსიონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
150მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი