ჯუნიო სტარ ფეროჩელი პაკეტი #28

ჯუნიო სტარ ფეროჩელი პაკეტი #28

ლატვია

სოლეფარმა
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
ჯუნიო სტარ ფეროჩელი

საკვები დანამატი " ჯუნიო სტარ ფეროჩელი" , რომელიც შეიცავს- რკინას, ვიტამინ C-ს, ვიტამინ B6-ს და ვიტამინ B12-ს, ხელს უწყობს- ენერგიის მეტაბოლიზმს; იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; ამცირებს მოთენთილობას და დაღლილობას.

რკინა -ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის ნორმალურ ფორმირებას, ორგანიზმში ჟანგბადის ტრანსპორტირებას და ასევე მონაწილეობს უჯრედების მიტოზში.

ვიტამინი C- უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან, ზრდის რკინის ათვისებას.
ვიტამინი B6 და ვიტამინი B12 - ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს და სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ ფორმირებას.

არ შეიცავს: გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO), ლაქტოზას, გლუტენს , სხვა ალერგენებს. და ასევე არ შეიცავს კონსერვანტებს და დამატკბობლებს. დამზადებულია ევროკავშირში (EU).

შემადგენლობა: ინულინი (ბოჭკოვანი), ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა), რკინის ამინომჟავის ქელატი (რკინის ბისგლიცინატი), ლიმონმჟავა (მჟავიანობის რეგულატორი), ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი), ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) (პტეროილმონოგლუტამინის მჟავა), ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)


რეკომენდებული დღიური დოზა
2-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის (1 პაკეტი)- დოზა 7-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის (2 პაკეტი)
ვიტამინი C - 100 მგ - 200 მგ
რკინა - 5,5 მგ - 11 მგ
ვიტამინი B6 - 0,7 მგ - 1,4 მგ
ვიტამინი B9 - 100 მკგ - 200 მკგ
ვიტამინი B12-1,25 მკგ-2,5 მკგ

ჩვენება:
რკინადეფიციტური ანემია
რკინის დეფიციტის პრევენცია
B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული ანემია

მიღების წესი და დოზირება: 2-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია 1 პაკეტი დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ, 7-დან 12 წლამდე 1 პაკეტი დღეში ორჯერ ჭამის შემდეგ . პაკეტის შემცველობა დაამატეთ საჭმელს, ან განაზავეთ ჭიქა წყალში ან წვენში ( ოთახის ტემპერატურაზე). რკინის დანამატის მიღებამდე და მის შემდეგ ერთი საათის განმავლობაში რეკომენდებულია თავის შეკავება რძის პროდუქტების მიღებისგან. მკურნალობის კურსი 3 თვემდე.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ საკვები დანამატი, როგორც დაბალანსებული და სრულფასოვანი კვების შემცვლელი ; არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას; შესაძლებელია განვითარდეს მაღალი მგრძნობელობა (ალერგია) პროდუქტის ზოგიერთი კომპონენტის მიმართ; შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში, მზის პირდაპირი სხივების თავიდან აცილების მიზნით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოლეფარმა
ქვეყანა
ლატვია
ჯენერიკი
რკინის ბისგლიცინატ ხელატი+ვიტ ც+ვიტ ბ6+ვიტ ბ9+ვიტ ბ12+ინულინი+ლიმონმჟავა
ფორმა
პაკეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი