ფერსინოლი ხსნარი საინექციო 100მგ/2მლ ამპულა #5
ფერსინოლი ხსნარი საინექციო 100მგ/2მლ ამპულა #5

ფერსინოლი ხსნარი საინექციო 100მგ/2მლ ამპულა #5

თურქეთი

იდოლ ილაჩ დოლუმი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - IRON (III) - HYDROXIDE DEXTRAN COMPLEX
დექსტრანის კომპლექსური ნაერთი რკინის (III) ჰიდროქსიდთან

შემადგენლობა:
თითოეული ამპულა (2 მლ) შეიცავს 100 მგ რკინას, დექსტრანთან რკინის (III) ჰიდროქსიდის კომპლექსური ნაერთის სახით.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი და ქლორწყალბადის მჟავა (pH-ის რეგულირებისთვის), საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები. საშუალებები რკინის საფუძველზე, პარენტერალური საშუალებები რკინის საფუძველზე.
გამოყენების ჩვენებები:
ყველა ფორმის რკინადეფიციტური მდგომარეობების მკურნალობა, თუ რკინის პერორალური პრეპარატები არაეფექტურია და (ან) ვერ აიტანება პაციენტების მიერ.

უკუჩვენებები
• ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების, მოცემული პრეპარატის ან მისი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
• ანემია, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან;
• რკინით გადატვირთვა ან რკინის უტილიზაციის დარღვევები.

გამოყენების წესი და დოზები:
მოცემული პრეპარატის შეყვანის დროს და მას შემდეგ საჭიროა საგულდაგულოდ დაკვირვება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ნიშნებსა და სიმპტომებზე.
მოცემული პრეპარატი უნდა შეყვანილ იქნეს მხოლოდ ისეთი პერსონალის არსებობისას, რომელსაც გააჩნია ანაფილაქსური რეაქციების გამოვლენისა და გადაუდებელი დახმარების გაწევისთვის საჭირო ცოდნა, ისეთ პირობებში, სადაც არსებობს სარეანიმაციო ღონისძიებების განხორციელების საშუალება. გვერდითი რეაქციები უნდა შეფასებულ იქნეს პრეპარატის თითოეული შეყვანის შემდეგ სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში მაინც.
მოცემული პრეპარატი შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ კუნთში. იგი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინტრავენური შეყვანისთვის არც ინექციების, არც ინფუზიების სახით.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზები:
ბავშვები: 0,14 მლ ფერუმ ლეკი/სხეულის მასის კგ/დღეში (7 მგ რკინა კგ/დღეში). მოზრდილები: 4 მლ (2 ამპულა).
მითითებები გამოყენების/მოპყრობისა და შეყვანის შესახებ
ამპულების არასწორმა შენახვამ შესაძლოა გამოიწვიოს ნალექის წარმოქმნა. გამოყენების წინ საჭიროა ამპულის ყურადღებით დათვალიერება. შეიძლება მხოლოდ იმ ამპულების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ერთგვაროვან ხსნარს ნალექის გარეშე.
თუ ამპულებში გაჩნდა ნალექი ან ამოიწურა შენახვის ვადა, აუცილებელია მათი განადგურება.
გახსნილი ამპულა დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყენებული.
ორსულობა და ლაქტაცია:
ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები რკინის ამ პარენტერალური პრეპარატის ორსულ ქალებში გამოყენებასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინეს რეპროდუქციული ტოქსიკურობა.
მაშასადამე, ორსულობის დროს მის გამოყენებამდე საჭიროა რისკისა და სარგებლიანობის თანაფარდობის საგულდაგულოდ შეფასება. ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შეიძლება მხოლოდ უპირობო აუცილებლობის შემთხვევაში.
რკინადეფიციტური ანემია, რომელსაც ადგილი აქვს ორსულობის პირველ ტრიმესტრში, უმეტეს შემთხვევაში შეიძლება განკურნებულ იქნეს შინაგანად მისაღები რკინის პრეპარატების დახმარებით. ამ პრეპარატით მკურნალობა უნდა შემოიფარგლოს ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებით, თუ მისი გამოყენების სარგებლიანობა აღემატება პოტენციურ რისკს როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის.
უცნობია, აღწევს თუ არა პრეპარატი დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის სასურველი.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებებით მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ზეგავლენა ნაკლებად სავარაუდოა. თუ მოცემული პრეპარატის გამოყენების შემდეგ ჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა თავბრუსხვევა, გონების არევ-დარევა ან გულის წასვლის წინა მდგომარეობა, პაციენტმა არ უნდა მართოს სატრანსპორტო საშუალებები ან იმუშაოს მექანიზმებთან მათ სრულ გაქრობამდე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
იდოლ ილაჩ დოლუმი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
რკინის III ჰიდროქსიდის კომპლქსი
დოზა
100მგ/2მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
5
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი