ფეროვიტი სიროფი 50მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1

ფეროვიტი სიროფი 50მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1

საქართველო

ავერსი-რაციონალი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება: კარბონილის რკინა, ფოლის მჟავა, ციანოკობალამინი, ასკორბინის მჟავა, ტოკოფეროლი, თუთიის სულფატი, ნატრიუმის სელენატი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები უფერო კორპუსითა და წითელი ფერის თავსახურით, შევსებული სხვადასხვა ფერის გრანულებით;
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
კარბონილის რკინას, 100 მგ ელემენტარული რკინის ეკვივალენტურს,
ვიტამინ B9-ს (ფოლის მჟავა) - 1.5 მგ,
ვიტამინ B12-ს (ციანოკობალამინი) - 15 მკგ,
ვიტამინ C-ს (ასკორბინის მჟავა) - 75 მგ,
ვიტამინ E-ს (ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი) - 15 სე,
თუთიის სულფატის მონოჰიდრატს, 22.5 მგ ელემენტარული თუთიის ეკვივალენტურს,
ნატრიუმის სელენატს, 65 მკგ ელემენტარული სელენის ეკვივალენტურს;
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, საქაროზა, პოვიდონი, საღებავი Ponceau 4R (E 124).
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომბინირებული ანტიანემიური საშუალება. ათქ-კოდი: B03AE10.

ჩვენება:
• სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემია;
• რკინის, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის პროფილაქტიკა დაგეგმილი ორსულობის წინ, ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით მიიღება ფეროვიტის 1 კაფსულა დღეში ერთხელ. ელემენტარული რკინის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 2-3 მგ/კგ სხეულის მასაზე. პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ან მის შემდეგ.
რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სისხლში ჰემოგლობინის დონეზე და შეადგენს დაახლოებით 2-6 თვეს.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, გარდამავალი ხასიათისაა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა ან ყაბზობა;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, იშვიათად - სისუსტე, აგზნებადობა;
ალერგიული რეაქციები: კანის ჰიპერემია, იშვიათად - გამონაყარი, ქავილი; ერთეულ შემთხვევებში - ანაფილაქსიური შოკი.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ფეროვიტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; დაავადებები, რომლებიც ხასიათდება რკინის ჭარბი შემცველობით ორგანიზმში (ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი); რკინის უტილიზაციის მექანიზმების დარღვევა (სიდეროაქრესტული ანემია, ანემია ტყვიით მოწამვლისას, კანის გვიანი პორფირია); ჰემოლიზური ანემიები; მეგალობლასტური ანემიები.
ორსულობა და ლაქტაცია:
ფეროვიტის გამოყენება რეკომენდებულია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს განავლის მუქი შეფერილობა.
ფეროვიტისა და სხვა რკინის შემცველი პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
რკინის III ჰიდროქსიდის კომპლქსი
დოზა
50მგ/5მლ
ფორმა
სიროფი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
100მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი