შემადგენლობა: პრეპარატის 1 მლ შეიცავს აქტიური ნივთიერებები: ფტორმეთოლონი 1 მგ, ტეტრიზოლინის ჰიდროქლორიდი 0,25 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ალუმინის ჰიდროქსიდის გელი, ჰიპრომელოზა, ბორის მჟავა, დინატრიუმის ტეტრაბორატის დეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმი ედეტატი, საინექციო წყალი.
გამოყენების ჩვენებები - მწვავე არაინფექციური ალერგიული კონიუნქტივიტი და კერატიტი (განსაკუთრებით კარგად გამოხატულ შეშუპებასა და ჰიპერემიასთან ერთად); - თვალის წინა სეგმენტის არაინფექციური ანთება (წინა უვეიტის, ეპისკლერიტის და სკლერიტის ჩათვლით); - სტრაბიზმის, კატარაქტის ან გლაუკომის ოპერაციის შემდგომი პერიოდი, ანტიმიკრობულ თერაპიასთან ერთად.
დოზირების რეჟიმი: თითო წვეთი 2-3-ჯერ დღე-ღამეში. მოზრდილებში დოზა შეიძლება გაიზარდოს პირველი 24-48 საათის განმავლობაში ექიმის დანიშნულების შესაბამისად. უნდა იქნას დაცული სიფრთხილე რეაქტიული ჰიპერემიის განვითარების შემთხვევაში. ბავშვები 6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატ ფლოროლაიფის გამოყენება უკუნაჩვენებია. შესაძლო სისტემური გვერდითი მოვლენების გამო პრეპარატ ფლოროლაიფის გამოყენება ბავშვებში ხდება მინიმალური ეფექტური დოზით და მინიმალური ხანგრძლივობით. ხანდაზმული პაციენტები არ არსებობს მონაცემები 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში დოზის კორექტირების აუცილებლობის შესახებ. თირკმელების/ღვიძლის ფუნქციის დარღვევა თირკმელების/ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა.
გამოყენების წესი: გამოყენებამდე აუცილებელია ფლაკონის შენჯღრევა. პრეპარატის თითო წვეთის ინსტილაცია ხდება თვალის/თვალების კონიუნქტივალურ პარკში, ამ დროს პაციენტი იყურება ზევით და ქვედა ქუთუთოს ქვემოთ წევს. ფლაკონის შიგთავსი რჩება სტერილური თავსახურის პირველად გახსნამდე. ფლაკონის შიგთავსის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, არ შეიძლება საწვეთურის შეხება რაიმე ზედაპირთან. ასევე არ შეიძლება საწვეთურის შეხება თვალთან, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს თვალის ტრავმა.
უკუჩვენებები - მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან დამხმარე ნივთიერების მიმართ; - ინფექციური კონიუნქტივიტი ან კერატიტი; - რქოვანას დაზიანებები და წყლულოვანი პროცესები, კერძოდ, ვირუსებით, ბაქტერიებით ან სოკოებით გამოწვეული ინფექციების მქონე პაციენტებში (მაგალითად, მარტივი ჰერპესი, ოფთალმოლოგიური გართულებები ვაქცინაციის შემდეგ, არანამკურნალევი ჩირქოვანი დაავადებები, ტუბერკულოზი); - გლაუკომა; - სტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პერფორაცია ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც იწვევენ რქოვანას პარენქიმის ან სკლერის გათხელებას; - თვალის სიმშრალე, განსაკუთრებით მშრალი კერატოკონიუნქტივიტით დაავადებული პაციენტები (შაგრენის სინდრომი); - 6 წლამდე ასაკის ბავშვები.
ინახება არა უმეტეს 25 C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე! ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 15 დღის განმავლობაში.