ფეროვენი ი/ვ ხსნარი საინექციო 100მგ/5მლ ამპულა #5
ფეროვენი ი/ვ ხსნარი საინექციო 100მგ/5მლ ამპულა #5

ფეროვენი ი/ვ ხსნარი საინექციო 100მგ/5მლ ამპულა #5

თურქეთი

სანტა ფარმა ილაჩი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Ferri(III) hydroxidum polymaltosatum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანემიური საშუალებები
წამლის ფორმა
ხსნარი ინტრავენური ინექციისთვის
შემადგენლობა: 1 ამპულა (5მლ) შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: რკინის (III) ჰიდროქსიდ-საქაროზული კომპლექსს, რომელიც 100 მგ ელემენტალური რკინის ექვივალენტურია.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიანემიური პრეპარატი/რკინის (III) პრეპარატი პარენტერალური გამოყენებისათვის

გამოყენების ჩვენება:
რკინადეფიციტური ანემიის დროს, სადაც რკინის პერორალური თერაპია აღმოჩნდა არასაკმარისი, არაეფექტური ან მიუღებელია გამოსაყენებლად (რკინის პრეპარატების აუტანლობა, მალაბრსორბცია, საჭმლისმომნელებელი სისტემის ანთებითი მდგომარეობები, წყლულოვანი კოლიტი)
რკინადეფიციტური ანემიის დროს, რომელიც პაციენტს განუვითარდა ქრონიკული ჰემოდიალიზის დროს. იმ შემთხვევაში როდესაც იგი იღებდა ერითროპოეტინს დამატებითი თერაპიის სახით. ამპულის მოხმარება საჭიროა მხოლოდ სისხლის შესაბამისი ანალიზის შემდეგ (მაგ. ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი, ფერიტინის დონე, ერითროციტების რიცხვი)

მიღების წესი და დოზირება:
ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მოზრდილებში.
ერთი ამპულა (100 მგ) კვირაში 1-3-ჯერ. მთლიანი დოზა ჰემოდიალიზზე მყოფ ავადმყოფებში შეადგენს 1000 მგ, რომელიც 10 დოზად უნდა იქნას განაწილებული. რეკომენდირებული დოზა აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს, სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს კვირაში სამჯერადს.
პრეპარატი საჭიროა გამოყენებული იქნას მხოლოდ ინტრავენურად (ინექციის ნელ-ნელად შეყვანით, ან ინფუზიით).
რეკომენდირებულია ვენაში ინექციის ნელი შეყვანა, შემდეგი გაანგარიშებით: გაუზავებელი 1 მლ ერთ წუთში. ერთი ინექციისთვის გამოიყენება მხოლოდ ერთი ამპულა, გამოყენების შემდეგ ამპულაში ნარჩენი უნდა განადგურდეს.
ინფუზიისთვის ყოველი ამპულა უშუალოდ მოხმარების წინ განზავებული უნდა იქნას 0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდის 100 მლ ხსნარში. მომზადებული ხსნარი პაციენტებში შეიყვანება 15 წუთის განმავლობაში. პრეპარატის ვენაში ნელი შეყვანა ამცირებს ჰიპოტენზიური კრიზისის განვითარების რისკს.
არ შეიძლება ამპულის შერევა სხვა სამკურნალო პრეპარატთან შერევა.

გვერდითი მოვლენები:
ავადმყოფებში შესაძლებელია იშვიათ შემთხვევაში გამოიწვიოს ჰიპოტენზია, კიდურების კრუნჩხვა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჭინჭრის ციება. ქალებში იშვიათად ვითარდება ანაფილაქსიური რეაქციები, საჭიროა მიღებული იქნას უსაფრთხოების ზომები.

უკუჩვენებები
შემადგენლობაში არსებული კომპონენტების მომატებული მგრძნობელობა; რკინით გადატვირთვის დროს (ჰემოქრომატოზი, ქრონიკული ჰემოლიზი, რკინის უტილიზაციის მექანიზმების დარღვევა, ტყვიით გამოწვეული ანემია, სიდეროაქრესტიული ანემია); თალასემია; არარკინადეფიციტური ანემიები (ჰემოლიზური ანემია). რეგულარული სისხლის გადასხმა. ფეხმძიმობის I ტრიმესტრი. ღვიძლის ციროზის მძიმე ფორმა ან ჰეპატიტი.

ფეხმძიმობა და ლაქტაცია
ნაყოფზე ზემოქმედების მიხედვით განეკუთვნება B კატეგორიას FDA -ს მიხედვით. პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სანტა ფარმა ილაჩი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
რკინის III ჰიდროქსიდის კომპლქსი
დოზა
100მგ/5მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
5
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი