ფერუმ ლეკი ტაბლეტი საღეჭი 100მგ #30

ფერუმ ლეკი ტაბლეტი საღეჭი 100მგ #30

სლოვენია

ლეკი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - ferrous (III) hydroxyde polymaltose complex
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემატოლოგია → ანტიანემიური პრეპარატები → რკინის პრეპარატები → შინაგანი გამოყენების
აქტიური ნივთიერება: რკინის [III] ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი
დამხმარე ნივთიერებები: საღეჭი აბები: დექსტრატები, მაკროგოლი 6000, ასპარტამი E951, ტალკი, შოკოლადის ესენცია.
სიროფი: სორბიტოლი, საქაროზა, ეთანოლი, ნაღების ესენცია, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.

რას წარმოადგენს ფერუმ ლეკი და რისთვის გამოიყენება იგი
ფერუმ ლეკი საღეჭი აბები
ერთი აბი შეიცავს 100 მგ რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს.
ფერუმ ლეკი სიროფი.
1 მლ სიროფი შეიცავს 10 მგ რკინის [III] ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს.
5 მლ სიროფი (1 სარწყაო კოვზი) შეიცავს 50 მგ რკინის [III] ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს.

შეფუთვა:
საღეჭი აბები: 100 მგ-იანი საღეჭი აბები სტრიპებში (3 სტრიპში 10-10 აბი), 30 აბი მუყაოს კოლოფში.
სიროფი: 100 მლ სიროფი მინის ფლაკონებში და სარწყაო კოვზი მუყაოს კოლოფში.

ფერუმ ლეკი გამოიყენება ლატენტური რკინის დეფიციტის და რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ. რკინა წარმოადგენს ჰემოგლობინის, მიოგლობინის და რკინის შემცველი ფერმენტების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. რკინის დეფიციტის დროს აღინიშნება ქრონიკული დაღლილობა, კონცენტრაციის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, ნევროზულობა, თავის ტკივილები, მადის დაკარგვა, მომატებული მგრძნობელობა სტრესული ზემოქმედებებისა და ინფექციების მიმართ, ფერმკრთალობა, ნაპრალები პირის კუთხეებში, კანის სიმშრალე, თმისა და ფრჩხილების მტვრევადობა.

რკინას ფერუმ ლეკის საღეჭი აბები და სიროფი შეიცავს რკინის ჰიდროქსიდის (III) და პოლიმალტოზის სახით, რომელშიც მისი ნაწილაკები შედის პოლიმერული ნახშირწყლის (პოლიმალტოზის) მოლეკულებში. ასეთივე სახით რკინა არ ახდენს მავნე ზემოქმედებას კუჭნალწავის ტრაქტზე და არ შედის საკვებთან ურთიერთქმედებაში. ამასთან იზრდება აგრეთვე რკინის ბიომისაწვდომობა.

რკინის ჰიდროქსიდის (III) და პოლიმალტოზის კომპლექსის სტრუქტურა ორგანიზმში არსებული ბუნებრივი რკინის-დამგროვებელი პროტეინის ფერიტინის აგებულების მსგავსია. ამ მსგავსების წყალობით რკინა შეიწოვება ორგანიზმში ბუნებრივი გზით. რკინის ჰიდროქსიდის (III) და პოლიმალტოზის კომპლექსს არ გააჩნია პროოქსიდანტური თვისებები, რომლებიც დამახასიათებელია ორვალენტიანი რკინის მარილებისთვის.

ფერუმ ლეკი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
• ლატენტური რკინის დეფიციტის მკურნალობა.
• რკინადეფიციტური ანემიის (გამოხატული რკინის დეფიციტის) მკურნალობა.
• რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის დროს.
როგორ უნდა მივიღოთ ფერუმ ლეკი
ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ. პრეპარატის დოზა და მისი მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის ხარისხზე.

გამოხატული რკინის დეფიციტი
მკურნალობა გრძელდება 3-5 თვის განმავლობაში, ჰემოგლობინის დონის ნორმალიზებამდე. ამის შემდეგ ორგანიზმში რკინის მარაგების აღსადგენად პრეპარატს ნიშნავენ კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ბავშვები 1 წლამდე: საწყისი დოზა შეადგენს ფერუმ ლეკის სიროფის 2,5 მლ (ქ სარწყაო კოვზს). დოზას თანდათან ზრდიან სიროფის 5 მლ-მდე (1 სარწყაო კოვზამდე) დღე-ღამეში.
ბავშვები 1-დან 12 წლამდე: სიროფის 5 - 10 მლ (1 - 2 სარწყაო კოვზი) დღე-ღამეში.
12 წელზე უფროსი ბავშვები, მოზრდილები, მეძუძური დედები: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს ფერუმ-ლეკის 1-3 საღეჭ აბს ან ფერუმ-ლეკის სიროფის 10 - 30 მლ (2 - 6 სარწყაო კოვზი) დღე-ღამეში.

რკინის ლატენტური დეფიციტი
მკურნალობა გრძელდება 1-2 თვის განმავლობაში.
ბავშვები 1 წლამდე: ძალიან დაბალი რეკომენდირებული დოზირების გამო ფერუმ ლეკის პრეპარატები ამ ჩვენებების მიხედვით არ ინიშნება.
ბავშვები 1-დან 12 წლამდე: ფერუმ-ლეკის სიროფის 2,5 - 5 მლ (ქ - 1 სარწყაო კოვზი) დღე-ღამეში.
12 წელზე უფროსი ბავშვები, მოზრდილები, მეძუძური დედები: ფერუმ-ლეკის 1 საღეჭი აბი ან ფერუმ-ლეკის სიროფის 5 - 10 მლ (1 - 2 სარწყაო კოვზი) დღე-ღამეში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლეკი
ქვეყანა
სლოვენია
ჯენერიკი
რკინის III ჰიდროქსიდის კომპლქსი
დოზა
100მგ
ფორმა
ტაბლეტი საღეჭი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი