პროდუქტის შესახებ
ფემიქსი ალფა
ფოლიუმის მჟავა Quatrefolic, იოდი, B12 ვიტამინი და D ვიტამინი
ორსულობის დაგეგმარება და ორსულობა
(ორსულობის მე-12 კვირის ბოლომდე)
30 გარსით დაფარული ტაბლეტი-1 ტაბლეტი დღეში
შემადგენლობა:
კომპონენტი შემცველობა დღიური
ერთ ტაბლეტში მოთხოვნილება %
B12 ვიტამინი 10მკგ 400%
D3 ვიტამინი 20მკგ (შეესაბამება 800ს.ე.) 400%
ფოლიუმის მჟავა
-ფტეროილმონოგლუტამინის 800მკგ 400%
მჟავა 400მკგ
Quatrefolic-6S-5-MRHF 778მკგ (რაც
შეესაბამება 400მკგ
ფოლიუმის მჟავას)
იოდი 150მკგ 100%
ინგრედიენტები: შემავსებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა; შეწებების საწინააღმდეგო აგენტები: კალციუმის ფოსფატი, ტალკი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი; გარსის კომპონენტები: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მოდიფიცერუბული სახამებელი; ფოლიუმის მჟავა (ფტეროილმონოგლუტამინის მჟავა; 6S-5- მეთილტეტრაჰიდროფოლატის გლუკოზამინის მარილი), კალიუმის იოდიდი, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი), ვიტამინი B12 (ციანკობალამინი).
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მნიშვნელოვანია საკვები ნივთიერებების ჯეროვანი მარაგი. რეკომენდებულია ქალბატონებმა, რომლებიც გეგმავენ ორსულობას მიიღონ საკვები დანამატები რომლებიც შეიცავენ ფოლიუმის მჟავას-მეთილფოლატს( =ან > 400მკგ) ფოლატებით მდიდარ დიეტასთან ერთად.
ფოლიუმის მჟავა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ორსულობის დროს უჯრედების დაყოფისა და სისხლწარმოქმნის პროცესში, ასევე ქსოვილების ფორმირებაში.
ფემიქსი ალფა შეიცავს დაპატენტებულ Quatrefolic-ს, ფოლიუმის მჟავის ბიოაქტიურ სტაბილურ ფორმას, 5-მეთილტეტრაჰიდროფოლატის (5-MRHF) სახით. იგი არ საჭიროებს მეტაბოლიზმს აქტიურ ფორმად.
B12 ვიტამინი უზრუნველყოფს ერითროციტების წარმოებასა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
D3 ვიტამინი აუცილებელია ძვალ-სახსროვანი და იმუნური სისტემის ნორმალური მუშაობისათვის.
იოდი უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალურ წარმოებასა და მის ნორმალურ ფუნქციონირებას.
შეფუთვის ფორმა: ერთ კოლოფში 30 ცალი გარსით დაფარული ტაბლეტი.
რეკომენდებული დოზირება: 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
განსაკუთრებული მითითებები: ფემიქსი ალფა არ შეიცავს ნანონაწილაკებს, ლაქტოზას, ფრუქტოზას, გლუტენს, საღებავებს, არომატიზატორებს, ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. არ ცვლის ჯანსაღ, დაბალანსებულ დიეტას.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
მწარმოებელი: ცენტაქს ფარმა გმბჰ, მიუნხენი, გერმანია.
www.centaxpharma.com
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
117839
ჯენერიკი
ფოლის მჟ+იოდი+ვიტ ბ-12+ვიტ D-3