პროდუქტის შესახებ
ფარესტონი
FARESTON
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს ტორემიფენის ციტრატს, რაც არის 60მგ ტორემიფენის ექვივალენტური. დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი.
ჩვენებები. სარძევე ჯირკვლის ჰორმონ-დამოკიდებული მეტასტაზური კიბოს მკურნალობა პირველი რიგის პრეპარატად მენოპაუზის შემდგომ პერიოდში. სარძევე ჯირკვლის დისჰორმონული ჰიპერპლაზიის პროფილაქტიკა და მკურნალობა. ფარესტონი არ არის რეკომენდებული პაციენტებში ესტროგენის რეცეპტორ-ნეგატიური სიმსივნის სამკურნალოდ.
უკუჩვენებები: ანამნეზში ენდრომეტრიუმის ჰიპერპლაზიისა და ღვიძლის მძიმე უკმარისობის არსებობა წარმოადგენს ტორემიფენით ხანგრძლივი მკურნალობის უკუჩვენებას. მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. გულის ელექტროფიზიოლოგიაზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ტორემიფენის გავლენა, QT ინტერვალის გახანგრძლივების ფორმით, რის გამოც ტორემიფენი უკუნაჩვენებია პაციენტებში: თანდაყოლილი ან დოკუმენტირებული QT ინტერვალის გახანგრძლივება; ელექტროლიზური ბალანსის დარღვევები, განსაკუთრებით არაკორექტირებული ჰიპოკალემია; კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდია; კლინიკურად მნიშვნელოვანი გულის უკმარისობა დაქვეითებული მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციით; სიმპტომური არითმიის ანამნეზი. ტორემიფენი არ გამოიყენება სხვა პრეპარატებთან, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები: QT ინტერვალის გახანგრძლივების ადიტიური ეფექტი ფარესტონსა და სხვა პრეპარატებს შორის და სხვა სამედიცინო პროდუქტები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს არ უნდა გამოირიცხოს. ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს პარკუჭოვანი არითმიების განვითარების მომატებულ რისკთან, მათ შორისაა თრთოლვა-ციმციმი. აქედან გამომდინარე ფარესტონის დანიშვნა ნებისმიერ ჩამოთვლილ პროდუქტთან უკუნაჩვენებია: კლასი Iა არითმიის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი); კლასი III არითმიის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი); ნეიროლეპტიკები (მაგ. ფენოთიაზინები, პიმოზიდი, სერტინდოლი, ჰალოპერიდოლი, სულტოპირიდი); გარკვეული ანტიბაქტერიული საშუალებები (მაგ. მოქსიფლოქსაცინი, ი.ვ. ერითრომიცინი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი); გარკვეული ანტიჰისტამინური საშუალებები (მაგ. ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი); სხვა (ცისაპირიდი, ი.ვ. ვინკამინი, ბეპრიდილი, დიფემანილი). პრეპარატებმა, რომლებიც აქვეითებენ თირკმელების მხრიდან კალციუმის ექსკრეციას, მაგ. თიაზიდური დიურეზულები, შესაძლოა გაზარდონ ჰიპერკალცემიის რისკი. ღვიძლის ფერმენტული სისტემის ინდუქტორებმა, როგორიცაა ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი, შეიძლება გაზარდონ ტორემიფენის მეტაბოლიზმი, თუმცა აქვეითებენ მდგრადი მდგომარეობის კონცენტაციას შრატში. აღნიშნულ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს დღიური დოზის გაორმაგება. ანტი-ესტროგენულმა და ვარფარინის მსგავსმა ანტიკოაგულანტებმა ერთდროული მიღებისას შესაძლოა გაახანგრძლივონ სისხლდენის დრო. აქედან გამომდინარე, თავიდან უნდა იქნას აცილებული მათი ერთდროული მიღება. თეორიულად, ტორემიფენის მეტაბოლიზმი ინჰიბირდება იმ პრეპარატების მიერ, რომლებიც თრგუნავენ CYP3A ფერმენტულ სისტემას. ასეთი პრეპარატებია სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები-იმიდაზოლები (კეტოკონაზოლი) და სხვა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (იტრაკონაზოლი, ვარიკონაზოლი, პოზაკონაზოლი), პროტეაზების ინჰიბიტორები (რიტონავირი, ნელფინავირი), მაკროლიდები (კლარითრომიცინი, ერითრომიცინი და ტელიტრომიცინი). ამ პრეპარატების კომბინირებული დანიშვნისას გასათვალისწინებელია ეს ფაქტი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
148827