ფაქსიმინი ტაბლეტი 550მგ #42

ფაქსიმინი ტაბლეტი 550მგ #42

თურქეთი

დროგსან ილაჩი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ფაქსიმინი ტაბლეტი 550მგ #42
რა არის ფაქსიმინი და რისთვის გამოიყენება
ფაქსიმინი გამოდის ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 42 ვარდისფერ, ოვალურ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 550 მგ რიფაქსიმინს.
ფაქსიმინი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს რიფაქსიმინს. ფაქსიმინი არის ანტიბიოტიკი, რომელიც ანადგურებს ბაქტერიას, რომელიც დალექილია ნაწლავში და იწვევს ღვიძლის ენცეფალოპათიას. ღვიძლის ენცეფალოპათია;
ღვიძლის მოულოდნელი ან ქრონიკული უკმარისობის დროს მავნე ნივთიერებები, რომლებიც არ იწმინდება ღვიძლის მიერ, ხვდება ტვინში სისხლის საშუალებით და იწვევს ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ფსიქიკური დაძაბულობა, აგრესიულობა, დაბნეულობა, დარღვევები კუნთების მხრივ, მეტყველების გაძნელება და კომა. ფაქსიმინი გამოიყენება ღვიძლის დაავადების მქონე მოზრდილ პაციენტებში ღვიძლის გამოხატული ენცეფალოპათიის ეპიზოდების რეციდივის შესამცირებლად. პრეპარატი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ისეთი ქრონიკული დარღვევების სამკურნალოდ, რომლებსაც ახასიათებს დიარეა, ძირითადად, მუცლის ტკივილი, შეშუპება და დეფეკაციის სიხშირის შეცვლა.
ფაქსიმინის გამოყენება შეიძლება მონოთერაპიაში ან განავლის დამარბილებელ საშუალებასთან კომბინაციაში, რომელიც, როგორც წესი, შეიცავს ლაქტულოზას.
რეკომენდებული დოზა:
ფაქსიმინის რეკომენდებული დოზა შეადგენს ორ ტაბლეტს დღეში. გამოყენების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, თქვენი ექიმი შეაფასებს თქვენი მკურნალობის გაგრძელების საკითხს.
ფაქსიმინი გამოიყენება სამჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში კუჭ-ნაწლავის ისეთი ქრონიკული დარღვევების სამკურნალოდ, რომლებსაც ახასიათებს დიარეა, ძირითადად, მუცლის ტკივილი, შეშუპება და ნაწლავის სტრუქტურის შეცვლა. სიმპტომების განმეორების შემთხვევაში თქვენს ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ განმეორებითი მკურნალობა.
მიღების წესი და მეთოდი:
ამოიღეთ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერიდან და გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან პრეპარატის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დროგსან ილაჩი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
რიფაქსიმინი
დოზა
550მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
42
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი