პროდუქტის შესახებ
სამკურნალწამლო ფორმის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ესტრიოლი - 0,5მგ;
დამხმარე ნივთიერება: მყარი ცხიმი.
გამოშვების ფორმა: ცილინდრული ფორმის სანთლები, თეთრი ან თეთრი მოყვითალო ელფერის. განაკვეთზე დასაშვებია ჰაეროვანი ან ძაბრისებრი ჩაღრმავების არსებობა.
ჩვენება
ჩანაცვლებითი ჰორმონული თერეპია: ურო-გენიტალური ტრაქტის ქვემო ნაწილების ლორწოვანი გარსის ატროფია დაკავშირებული ესტროგენების დეფიციტთან. პრე და პოსტოპოერაციული მკურნალობა პოსტმენოპაუზურ ქალებში, რომლებშიც იგეგმება ან ჩატარებულია ოპერაცია საშოდან მიდგომით. დიაგნოსტიკური მიზნით საშოს ნაცხის გაურკვეველი შედეგების დროს ატროფიული ცვლილებების ფონზე.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა, დადგენილი (მათ შორის ანამნეზში) ან საეჭვო ძუძუს კიბო, ესტროგენდამოკიდებული ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები ან მათზე ეჭვი (მაგ., ენდომეტრიუმის კიბო), არადიაგნოსტირებული გენიტალური სისხლდენა, ენდომეტრიუმის არანამკურნალები ჰიპერპლაზია, თრომბოზები (ვენური და არტერიული) და თრომბოემბოლია ამჟამად ან ანამნეზში (მათ შორის ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი), ცერებროვასკულური დარღვევები, მდგომარეობები, რომლებიც ხელს უწყობს თრომბოზს (მათ შორის ტრანზიტორული იშემიური შეტევები, სტენოკარდია) ამჟამად ან ანამნეზში). მრავლობითი ან გამოხატული რისკ-ფაქტორები ვენური ან არტერიული თრომბოზისთვის (მათ შორის გულის სარქვლოვანი აპარატის გართულებული დაზიანებები, წინაგულების ფიბრილაცია, თავის ტვინის სისხლძარღვების ან კორონარული არტერიების დაავადებები; არაკონტროლირებული არეტერიული ჰიპერტენზია, სერიოზული ქირურგიული ჩარევა ხანგრძლივი იმობილიზავიით, მოწევა 35 წელზე უფროს ასაკში); დადასტურებული თრომბოფილია, ვენური ან არტერიული თორმბოზისადმი წინასწარგანწყობის თანდაყოლილი ან შეძენილი ფაქტორები, როგორიცაა: რეზისტენტობა ატივირებული პროტეინ С-ს მიმართ, ანტითრომბინ 3-ს დეფიციტ, პროტეინ С-ს დეფიციტი, პროტეინ შ-ის დეფიციტი, ფოსფოლიპიდებისადმი ანტისხეულების არსებობა და სხვა ღრმა ვენების თრომბოზი, მათ შორის ანამნეზში: გამოხატული ჰიპერტრიგლიცერიდემია, ქოლესტაზური სიყვითლე; ოტოსკლეროზი (მათ შორის წინა ორსულობის ან სასაქესო ჰორმონებით მკურნალობის დროს); ღვიძლის მწვავე დაავადებები ან ანამნეზში ღვიძლის დაავადებები, სანამ ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები ნორმას არ დაუბრუნდება, პორფირია, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
ბავშვები
პრეპარატი არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარტი უკუნაჩვენებია ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში.
გამოყენების მეთოდი და დოზები
ინტრავაგინალურად, ძილის წინ.
უროგენიტალური ტრაქტის ქვედა ნაწილების ლორწოვაინს ატროფიისას ინიშნება 1 სანთელი (0,5მგ) ყველდღე პირველი 2-3 კვირის განმავლობაში, შემდეგო დოზას თანდათან ამცირებენ სიმპტომების მხიედვით, 1 სანთელი (0,5მგ) 2-ჯერ კვირაში.
პრე- და პოსტოპერაციული თერაპია ქალებში პოსტმენოპაუზურ პერიოდში - 1 სანთელი (0,5მგ) 2 კვირის განმავლობაში. ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდეგ.
დიაგნოსტიკური საშუალებების სახით - 1 სანთელი დღეგამოშვებით კვირის განმავლობაში, შემდეგი ნაცხის აღებამდე. იმ შემთხვევაში თუ გამოტოვებული იყო პრეაპრატის შემდეგი დოზა, იგი უნდა მიიღონ დაუყოვნებლივ. თუმცა თუ ეს აღმოაჩინეს მხოლოდ შემდეგი დოზის მიღების დღეს, პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს ჩვეული სქემით წინა დოზის შევსების გარეშე. არ შეიძლება ორი დოზის ერთ დღეს მიღება.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25˚С. ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
126086