დუფასტონი ტაბლეტი 10მგ #20

დუფასტონი ტაბლეტი 10მგ #20

ნიდერლანდები

ებოტი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
მოქმედი ნივთიერება: დიდროგესტერონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროგესტაგენი; ნატურალური პროგესტერონის ანალოგი
ჩვენებები: ციკლის ლუთეინური ფაზის უკმარისობით გამოწვეული მდგომარეობები:



დისმენორეა, მენორაგია, მეორადი ამენორეა;
ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია ესტროგენთან კომბინაციაში;
კონტრაცეფცია (ინდივიდუალურად ან ესტროგენთან კომბინაციაში);
ენდომეტრიო;
ჰირსუტიზმის ზოგიერთი ფორმა;
ენდომეტრიუმის მეტასტაზური სიმსივნის პალიატიური მკურნალობა; მკერდის და თირკმლის სიმსივნე;
ბუნებრივი პროგესტერონი გამოიყენება ხელოვნური განაყოფიერების დროს და ასევე ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს.


დოზირება: ხშირ შემთხვევებში ინიშნება 10-20 მგ დღეში, დოზირება ძირითადად დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობასა და პრეპარატის თერაპიულ ეფექტზე. გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. უკუჩვენებები: * უცნობი ეტიოლოგიის ვაგინალური სისხლდენა.

* არტერიული ჰიპერტენზია.

* ღვიძლის უკმარისობა.

* გამოყენება როგორც ორსულობის სადიაგნოსტიკო ტესტი.

* მორეციდივე აბორტი.

* მკერდის ან სასქესო ორგანოების სიმსივნე (თუ არ არის დანიშნული როგორც პალიატიური თერაპია).

* ახლანდელი ან ძველი თრომბოფლებიტის და თრომბოემბოლიების შემთხვევები. ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.


ორსულობა: ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების დროს. თუ პაციენტი მკურნალობის პერიოდში დაორსულდა, ან ორსულობისას შემთხვევით მიიღო გესტაგენური პროდუქტი, მაშინ საჭიროა მისი ინფორმირება ნაყოფთან დაკავშირებული პოტენციური რისკის შესახებ.
ლაქტაცია: გესტაგენები გადის დედის რძეში და არ ინიშნება ძუძუთი კვების დროს. ბავშვებში: არ არის რეკომენდირებული. ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვა: პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
გაცემა: პრეპარატის გაცემა ხდება მხოლოდ ექიმის რეცეპტით
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ებოტი
ქვეყანა
ნიდერლანდები
ჯენერიკი
დიდროგესტროლონი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი