დოქსი-ჰემი კაფსულა 500მგ #30

დოქსი-ჰემი კაფსულა 500მგ #30

სერბეთი

ჰემოფარმი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): calcium dobezilate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალებები → მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებელი პრეპარატები, ანგიოპროტექტორები
ჩვენებები: სისხლძარღვოვანი დაზიანება კაპილარების მომატებული “მტვრევადობით” და განვლადობით(დიაბეტური რეტინოპათია და ნეფროპათია) და სხვა მიკროანგიოპათიები, რომლებიც დაკავშირებულია გულ-სისხლძრღვთა და ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა დაავადებებთან.
სხვადასხვა ხარისხის გამოხატულების ვენური უკმარისობა და მისი შედეგები (ვარიკოზის წინა მდგომარეობა ქსოვილების შეშუპების გამოვლენით, ტკივილებით, პარესთეზიებით, სტატიკური დერმატოზებით; ზედაპირული ფლებიტები, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტროფიკული წყლულები).

მიღების წესები და დოზები
შიგნით მისაღებად, დაქუცმაცების გარეშე, ჭამის დროს.
ინიშნება 500 მგ 3-ჯერ დღეში 2-3 კვირის განმავლობაში, შემდეგ დოზას ამცირებენ 500 მგ-მდე დღეში 1 მიღებაზე. რეტინოპათიის და მიკროანგიოპათიის მკურნალობისას ინიშნება 500 მგ 3-ჯერ დღეში 4-6 თვის განმავლობაში, შემდეგ სადღეღამისო დოზას ამცირებენ 500 მგ-მდე დღეში ერთ მიღებაზე.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში). სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტარქტიდან, ღვიძლის და თირკმელების დაავადება, ანტიკოაგულანტებით გამოწვეული ჰემორაგიები; ორსულობა (I ტრიმესტრი), ბავშვთა ასაკი (13 წლამდე).
შენახვის პირობები და ვადები
სია ბ
ინახება 15-25C, მშრალ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა.
5 წელი. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰემოფარმი
ქვეყანა
სერბეთი
ჯენერიკი
კალციუმის დობეზილატი
დოზა
500მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი