პროდუქტის შესახებ
დიმედროლი
შემადგენლობა:
1 მლ ხსნარი შეიცავს: დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდის 10 მგ;
აქტიური ნივთიერებები: დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი;
გამოყენების ჩვენებები
ანაფილაქსიური შოკი, ჭინჭრის ციება, თივის ცხელება, შრატის დაავადება, ჰემორაგიული ვასკულიტი (კაპილარტოქსიკოზი), პოლიმორფული ექსუდაციური ერითემა, კვინკეს შეშუპება, ქავილის მქონე დერმატოზები, ქავილი, ალერგიული კონიუნქტივიტი და თვალების ალერგიული დაავადებები, სამკურნალწამლო საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული ალერგიული რეაქციები, ქორეა, მენიერის დაავადება, ოპერაციის შემდგომი ღებინება.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი რეკომენდებულია მოზრდილი პაციენტებისთვის ინტრამუსკულარულად და ინტრავენურად წვეთოვანი გზით.
პრეპარატი არ უნდა შეიყვანოთ კანქვეშ გამაღიზიანებელი მოქმედების გამო.
ინტრამუსკულარული შეყვანისას ერთჯერადი დოზა შეადგენს 10-50 მგ (1-5 მლ), მაქსიმალური ერთჯერადი დოზა - 50 მგ (5 მლ), მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 150 მგ (15 მლ). ინტრავენურად პრეპარატის შეყვანა ხდება წვეთოვანი გზით დოზით დიმედროლის 20-50 მგ (2-5 მლ) ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარის 100 მლ-ში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მიღწეულ ეფექტზე და პრეპარატის ტოლერანტობაზე.
ბავშვები.
პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ პედიატრიულ პრაქტიკაში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. ბრონქიალური ასთმის შეტევა, ფეოქრომოციტომა, ეპილეფსია, თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT-სინდრომი ან პრეპარატების ხანგრძლივი მიღება, რომლებსაც შეუძლიათ QT-ინტერვალის გახანგრძლივება, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, მასტენოზირებელი კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, შარდის ბუშტის ყელის სტენოზი, ბრადიკარდია, გულის რითმის დარღვევა. პორფირია.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალური შეფუთვით არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
206977
ბრენდი
ვინ ფუკ ფარმაცეუტიკალი