დერმოვეიტი მალამო 0.05% 25გრ ტუბი #1
დერმოვეიტი მალამო 0.05% 25გრ ტუბი #1

დერმოვეიტი მალამო 0.05% 25გრ ტუბი #1

პოლონეთი

გლაქსოსმიტკლაინი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: კლობეტაზოლი პროპიონატი-0,05გ.

ჩვენებები: კლობეტაზოლი წარმოადგენს მაღალი აქტივობის ტოპიკურ გლუკოკორტიკოსტეროიდს ადგილობრივი გამოყენებისთვის, განკუთვნილია მოზრდილ, ხანდაზმულ ადამიანებსა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად ანთებითი გამოვლინებებისა და ქავილის შესამსუბუქებლად დერმატოზების დროს, რომლებიც მგრძნობიარეა გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის მიმართ, კერძოდ: ფსორიაზი (გავრცელებული ბალთოვანი ფსორიაზის გარდა); ეგზემა (სხვადასხვა ფორმები); წითელი ბრტყელი ლიქენი; დისკოიდური წითელი მგლურა; კანის დაავადებები, რომლებიც რეზისტენტულია ნაკლებად აქტიური გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის მიმართ.

უკუჩვენებები: კლობეტაზოლის გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების დროს: არანამკურნალები კანის
ინფექციები; როზაცეა (ვარდისფერი ფერიმჭამელები); მარტივი ფერიმჭამელები; ქავილი ანთების გარეშე; პერიანალური და გენიტალური ქავილი; პირისირგვლივი დერმატიტი; დეროვაიტის გამოყენება უკუნაჩვენებია ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში დერმატოზების დროს, დერმატიტების ჩათვლით.

გამოყენების მეთოდი და დოზები: მალამო: ეფექტურია მშრალი, ლიქინფიცირებული და ქერცლოვანი დაზიანებისას. მოზრდილები, ხანდაზმულები და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: უნდა წაესვას თხელი ფენის სახით და ფრთხილად შეიზილოს პრეპარატის საჭირო რაოდენობა კანის დაზიანებულ უბნებზე დღეში 1 ან 2-ჯერ გაუმჯობესების დადგომამდე, არაუმეტეს 4 კვირის გამავლობაში. შემდეგ გამოყენების სიხშირე უნდა გადაიხედოს ან მოხდეს გადასვლა ნაკლებად ძლიერი პრეპარატებით მკურნალობაზე.

შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ ადგილზე, 15C-დან 25C -მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის
მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი, არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აღწერა: ერთგვაროვანი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის გამჭვირვალე მალამო.

აფთიაქებიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გლაქსოსმიტკლაინი
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
კლობეტაზოლი
დოზა
0.05%
ფორმა
მალამო
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
25გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი