კლოვექსი კრემი 0.05% 15გრ ტუბი #1
კლოვექსი კრემი 0.05% 15გრ ტუბი #1

კლოვექსი კრემი 0.05% 15გრ ტუბი #1

ინდოეთი

ბლოსომ ფარმაცეუტიკალსი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: კლობეტაზოლის პროპიონატი 0.05%w-w. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი: თხევადი პარაფინი; თეთრი ვაზელინი; ცეტომაკროგოლი ემულსირებადი ცვილი; მეთილპარაბენი; პროპილ პარაბენი; ბუტილჰიდროქსიტოლუოლი; პროპილენგლიკოლი; უწყლო ნატრიუმის ფოსფატი; ნატრიუმის მონოფოსფატი; გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები: კლობეტაზოლი არის ძლიერი მოქმედების, ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდი, რომელიც ინიშნება მოზრდილებში, ხანდაზმულებსა და 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ანთებით ან ქავილით მიმდინარე, სტეროიდების მიმართ მგრძნობიარე დერმატოზების ხანმოკლე მკურნალობის მიზნით, თუ სხვა ნაკლებად აქტიური კორტიკოსტეროიდების მიმართ მგრძნობელობა არ აღინიშნება. ეს მდგომარეობებია: ხშირი მორეციდივე ეგზემა; ფსორიაზი, ფოლაქისებრი გავრცელებული ფსორიაზის გარდა; წითელი ბრტყელი ლიქენი; დისკოიდური წითელი მგლურა; კანის სხვა დაავადებები, რომლებიც რეზისტენტულია შედარებით დაბალი აქტივობის მქონე სტეროიდების მიმართ.

დოზირება და გამოყენების წესი: გამოყენების წესი: კანზე დასატანად. კრემები განსაკუთრებით ეფექტურია ნამიანი ან
სველი ზედაპირისთვის.

მოზრდილები, ხანდაზმულები და 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: კრემი თხელ ფენად დაიტანება და ნაზად შეიზილება, გამოიყენება მინიმალური რაოდენობით, რომელიც საკმარისი იქნება დაზიანებული უბნის დასაფარად, ინიშნება 1-2-ჯერ დღეში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე (საპასუხო რეაქციის შემთხვევაში-რამდენიმე დღის განმავლობაში), შემდეგ საჭიროა გამოყენების სიხშირის შემცირება ან ნაკლები აქტივობის მქონე პრეპარატის დანიშვნა. ყოველი დატანის შემდეგ, დამარბილებელი საშუალების გამოყენებამდე, პრეპარატი უნდა გააჩერონ საკმარისი დროის განმავლობაში, რომ მოხდეს მისი შეწოვა.
პედიატრიული პოპულაცია: შეძლებისდაგვარად, საჭიროა თავის არიდება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისაგან, რადგან შესაძლებელია თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა. ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას ბავშვებში უფრო ხშირად ვითარდება კანის ატროფიული ცვლილებები.

მკურნალობის ხანგრძლივობა ბავშვებში: მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, საჭიროა დაკვირვება კვირაში ერთხელ. ოკლუზიური ნახვევი არ გამოიყენება.

შენახვის წესი: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, დაუშვებელია გაყინვა, ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბლოსომ ფარმაცეუტიკალსი
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
კლობეტაზოლი
დოზა
0.05%
ფორმა
კრემი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
15გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი