ჩვენებები: გენერალიზებული და ფოკალური ეპილეფსიის მკურნალობა განსაკუთრებით გულყრის შემდეგი ტიპის დროს. - მიოკლონური - ტინო-კლონური, - ატონური - შერეული - აგრეთვე ფოკალური ეპილეფსიისას: - მსუბუქი ან კომბინირებული გულყრა - მეორადი გენერალიზებული გულყრა - სპეციფიკური სინდრომი (ვესტის, დენოქსი-გასტაუტის)
დოზირება: დეპაკინი პერორალური მიღებისათვის: პრაქტიკული რეკომენდაციები საწყის დღიურ დოზას შეადგენს 10-15 მგ/კგ, შემდგომ დოზები თანდათან იზრდება ოპტიმალურამდე. ჩვეულებრივ ოპტიმალურ დოზას შეადგენს 20-30 მგ/კგ. მაგრამ თუ კი გულყრა არ წყდება, დოზა შეიძლება ადეკვატურად გაიზარდოს: აუცილებელია იმ პაციენტების გულდასმითი მონიტორინგი, რომლებიც იღებენ 50 მგ/კგ მეტ დოზას. ბავშვებისათვის ჩვეულებრივ დოზას შეადგენს დაახლოებით 30 მგ/კგ დღეში. მოზრდილებისათვის ჩვეულებრივი დოზას შეადგენს: 20-30 მგ/კგ დღეში. სიროფის დანიშვნა შეიძლება ორჯერ დღეში.
უკუჩვენებები: - მწვავე ჰეპატიტი - ქრონიკული ჰეპატიტი - მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის ვალპროატის მიმართ - თირკმელების პორფირია
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25რC ქვევით, პირდაპირი მზის სხივისაგან დაცულ ადგილზე.