დემოქსიფი წვეთები თვალის 0.5% 5მლ #1

თურქეთი

დევა ჰოლდინგი
პროდუქტის შესახებ
დემოქსიფი 0.5% თვალის წვეთები, ხსნარი.

აქტიური ნივთიერება: ყოველი 1 მლ ხსნარი (0,5ხ%) შეიცავს 5,45 მგ მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 5 მგ მოქსიფლოქსაცინს.

გამოყენება:
დემოქსიფი არის ნაწილაკებისგან თავისუფალი, გამჭვირვალე, მომწვანო-მოყვითალო ხსნარი.
დემოქსიფი შეიცავს 5,45 მგ მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს აქტიური ნივთიერების სახით, რომელიც ექვივალენტურია 5 მგ მოქსიფლოქსაცინის. ის არ შეიცავს კონსერვანტებს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოფთალმოლოგები, ანტიინფექციური საშუალებები.
დემოქსიფი წარმოდგენილია შეფუთვაში, რომელიც შედგება 1 საწვეთურისგან, გაუმჭვირვალე, თეთრი, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლისგან, რომელიც შეიცავს 5 მლ თვალის წვეთებს და ხრახნიანი, ნარინჯისფერი ფერის თავსახურით.
დემოქსიფი შეიცავს მოქსიფლოქსაცინს, ანტიბიოტიკს ფტორქინოლონების კლასიდან და გამოიყენება თვალის ინფექციების სამკურნალოდ.
დემოქსიფი გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების ადგილობრივ მკურნალობაში, რომლებიც გამოწვეულია მოქსიფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე შტამებით თვალის წინა ნაწილში.

მიღების წესი:
დემოქსიფი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ თვალებში ჩასაწვეთებლად. არ გამოიყენოთ პროდუქტი სხვა გზით.
1 წვეთი უნდა ჩაიწვეთოთ დაავადებულ თვალ(ებში) დღეში 3-ჯერ (დილას, შუადღეს, საღამოს).
ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ, რომ დემოქსიფი ოგამოიყენოთ რივე თვალში. მისი გამოყენება უნდა განაგრძოთ იმ ხანგრძლივობით, როგორც დაგინიშნათ ექიმმა.
ინფექცია ჩვეულებრივ განიკურნება 5 დღის შემდეგ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დამატებით შემდეგი 2-3 დღის განმავლობაში.

გამოყენების გზა და მეთოდი:
•იმისათვის, რომ წვეთოვანის წვერი და ხსნარი სუფთა დარჩეს, უნდა იყოთ ფრთხილად, რომ თავიდან აიცილოთ ბოთლის წვეთოვანი წვერის შეხება ქუთუთოებთან, თვალების ირგვლივ ან სხვა ზედაპირებთან. შეინახეთ ბოთლის თავსახური მჭიდროდ დახურული, როდესაც არ იყენებთ.
•აიღეთ დემოქსიფი თვალის წვეთები და სარკე.
•დაიბანე ხელები.
•გახსენით ბოთლის თავსახური
•ამოიღეთ რგოლი, რომელიც მდებარეობს საფარის ქვეშ
•გახსენით ბოთლის თავსახური, ფრთხილად ისე, რომ არ შეეხოთ წვეთოვან წვერს. დაიჭირეთ ბოთლი ცერსა და საჩვენებელ თითს შორის, წვერით ქვემოთ.
•გადაწიეთ თავი უკან. ჩამოსწიეთ ქუთუთო ქვევით სუფთა თითით, სანამ არ შეიქმნება სივრცე თვალსა და ქუთუთოს შორის. (იხ. სურათი 5) წვეთი უნდა ჩაეშვას ამ ზონაში.
•ბოთლის წვერი მიიტანეთ თვალთან ახლოს. გამოიყენეთ სარკე, თუკი ის დაგეხმარებათ.
•არ შეეხოთ ბოთლის წვერს თვალს ან ქუთუთოს ირგვლივ ან სხვა უბნებს. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს წვეთოვანზე.
•ნაზად დააწექით ბოთლს, რომ გამოუშვას დემოქსიფის ერთი წვეთი.
•თუ თქვენ აპირებთ გამოყენებას ორივე თვალზე, მიჰყევით იგივე ნაბიჯებს მეორე თვალში ჩასაწვეთებლად.
•ცხვირის ლორწოვანი გარსით წვეთების შეწოვის თავიდან აცილების მიზნით, განსაკუთრებით ახალშობილებში ან მცირეწლოვან ბავშვებში, ცრემლსადენი სადინარები დახუროთ თითებით წვეთების გამოყენების შემდეგ 2-3 წუთის განმავლობაში (იხ. სურათი 7).
•გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ ბოთლს თავსახური.

შენახვის პირობები:
შეინახეთ დემოქსიფი საწყის შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ის უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 25C ოთახის ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დევა ჰოლდინგი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
მოქსიფლოქსაცინი
დოზა
0.5%
ფორმა
წვეთები თვალის
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი