დაზოლაქსი ტაბლეტი 500მგ+500მგ #10

დაზოლაქსი ტაბლეტი 500მგ+500მგ #10

ინდოეთი

მედეო-ფარმა
პროდუქტის შესახებ
ციპროფლოქსაცინი 500 მგ და ორნიდაზოლი 500 მგ ტაბლეტები

შემადგენლობა: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: ციპროფლოქსაცინი ჰიდროქლორიდი BP ექვივალენტური ციპროფლოქსაცინის-500მგ; ორნიდაზოლი 500მგ; დამხმარე ნივთიერებები q.s; ფერი: ტიტანის დიოქსიდი BP; დამხმარე ნივთიერებები: PVP K 30, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზის ფხვნილი, იზოპროპილ ალკოჰოლი, ტალკი, აეროზილი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, ფუძე გრანულები გარსიანი საფარისთვის, ჰიდროქსი პროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, მეთილენის დიქლორიდი.

ჩენებები: დაზოლაქსი განკუთვნილია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ციპროფლოქსაცინ-ორნიდაზოლის კომბინაციის მიმართ მგრძნობიარე შტამებით: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მათ შორის ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, გონორეა, ტრიქომონიაზი, ასევე შერეული ინფექციები; თირკმელებისა და-ან შარდგამომყოფი გზების ინფექციები; ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები; ლორ-ორგანოების ქრონიკული ინფექციები; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; ძვლებისა და სახსრების ინფექციები; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები; შეიძლება გამოყენებული იქნას ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის მსხვილ ნაწლავზე ოპერაციების დროს და გინეკოლოგიური ჩარევებისას, აბორტების ჩათვლით.

დოზირება: მიიღება შიგნით ანუ პერორალურად, ჭამამდე ან საკვების მიღებიდან 2 საათში. მწვავე ინფექციებისას მკურნალობის კურსი 5-7 დღეს შეადგენს, ხოლო ქრონიკული მორეციდივე ინფექციებისას-1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში 10-14 დღის განმავლობაში; ან ექიმის დანიშნულებისამებრ. დაავადების სიმპტომების ალაგების შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს 2 დღის განმავლობაში. ავადმყოფებში, რომელთაც კრეატინინის კლირენსი აქვთ 20მლ-წთ-ის ტოლი და უფრო ნაკლები, ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში სხეულის მცირე მასით, ინიშნება ჩვეულებრივი დოზის ნახევარი.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის, ორნიდაზოლის, იმიდაზოლის წარმოებულების, ქინოლონების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ; ფტორქინოლონების და თიზანიდინის ერთდროულად გამოყენება; ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები; სისხლწარმოქმნის დარღვევები
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მედეო-ფარმა
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
ორნიდაზოლი+ციპროფლოქსაცინი
დოზა
500მგ+500მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი