საერთაშორისო დასახელება - succinic ac+inosine+nicotinamide+ribofla შემადგენლობა : 1 ტაბლეტი შეიცავს: აქტიური კომპონენტები : ქარვის მჟავა ………………………...... 0,300 გ; რიბოქსინი ( ინოზინი ) ………… 0,050; ნიკოტინამიდი …………………....…. 0,025 გ; რიბოფლავინის მონონუკლეოტიდი ( რიბოფლავინი ) ….. 0,005 გ . დამხმარე ნივთიერებები : საშუალომოლეკულური პოლივინილპიროლიდინი ( პოვიდონი ), კალციუმის სტეარატი , მეტაკრილის მჟავის და ეთილაკრილატის სოპოლიმერი , 1,2- პროპილენგლიკოლი , მჟავე წითელი 2C , ტრპეოლინი O.
აღწერილობა : წითელი , მრგვალი , ორმხრივამობურცული , გარსით დაფარული ტაბლეტები . ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : მეტაბოლური საშუალება
ჩვენება: ციტოფლავინი გამოიყენება მოზრდილებში კომპლექსურ თერაპიაში 1. თავის ტვინის ქრონიკული იშემიის 1-2 სტადიის ( ცერებრული ათეროსკლეროზი , ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია, ინსულტის შემდეგ); 2. ასთენიური სინდრომის ( სისუსტე და დაღლილობა )
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ . სიფრთხილე: ჰიპოტენზიის და კუჭ - ნაწლავის ტრაქტის დაავადებების(ეროზიული გასტროდუოდენიტი, წყლულოვანი დაავადება ) დროს პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით .
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის კომპონენტებზე ალერგიული რეაქციების არარსებობისას, შესაძლებელია მისი გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.
დოზირება: ციტოფლავინი გამოიყენება პერორალურად , 2 ტაბლეტი დღეში 2- ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე , დაუღეჭავად , 8-10 საათიანი ინტერვალით (100 მლ წყლის დაყოლებით ). კურსის ხანგრძლივობა 25 დღე (100 ტაბლეტი ). პრეპარატის საღამოს მიღება რეკომენდებულია არაუგვიანეს 18 საათისა . განმეორებითი კურსი ინიშნება ცერებროვასკულარული უკმარისობის გაღრმავებისას , მაგრამ წინა კურსის დამთავრებიდან 25-30 დღის შემდეგ .
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია რეაქციები გარდამავალი თავის ტკივილის სახით .