აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერება: 400 მგ ცეფიქსიმი (ცეფიქსიმის ტრიჰიდრატის ფორმით). დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზებული სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
გამოყენების ჩვენებები:
ცეფიდანტი ნაჩვენებია ცეფიქსიმის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ: - ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ფარინგიტი, ტონზილიტი); - ლორ-ორგანოების ინფექციები (შუა ოტიტი და სხვა); - ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონია, ბრონქიტი); - თირკმელებისა და საშარდე გზების ინფექციები.
გამოყენების წესი და დოზირება ცეფიდანტის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად. მოზრდილები:
რეკომენდებული დოზა შეადგენს 400 მგ ერთხელ დღე-ღამეში. ტაბლეტი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს. კლინიკური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ცეფიქსიმით 7 დღიანი თერაპია საკმარისია ინფექციების უმეტესობის სამკურნალოდ. თუმცა, მძიმე შემთხვევებში, კურსი შეიძლება გაგრძელდეს 14 დღემდე.
გამოყენება პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში პაციენტებში კრეატინინის კლირენსით <20 მლ/წთ, რომლებიც იმყოფებიან ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზზე ან ჰემოდიალიზზე, მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 200 მგ ერთხელ დღე-ღამეში. როგორც წესი, დოზის კორექცია არ არის საჭირო პაციენტებში კრეატინინის კლირენსით >20 მლ/წთ, ხანდაზმულ პაციენტებსა და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
შენახვის პირობები : ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე.