პროდუქტის შესახებ
დასახელება - ბი-სეპტანი ნეო სუსპენზია 240მგ/5მლ 60მლ
გამოყენების ჩვენებები:
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
სასუნთქი გზების ინფექციები: ქრონიკული ბრონქიტი (გამწვავება), პნევმოცისტური პნევმონია (მკურნალობა და პროფილაქტიკა) მოზრდილებში და ბავშვებში;
ლორ-ორგანოების ინფექციები: შუა ოტიტი (ბავშვებში);
შარდსასქესო ორგანოების ინფექციები: საშარდე გზების ინფექციები, რბილი შანკრი;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები: მუცლის ტიფი, პარატიფი, შიგელოზი (გამოწვეულია Shigella flexneri და Shigella sonnei- ს მგრძნობიარე შტამებით); Escherichia coli-ს ენტეროტოქსიკური შტამებით გამოწვეული მოგზაურთა დიარეა, ქოლერა (სითხის და ელექტროლიტების აღდგენასთან დამატებით);
სხვა ბაქტერიული ინფექციები (შესაძლებელია ანტიბიოტიკებთან კომბინაცია): ნოკარდიოზი, ბრუცელოზი (მწვავე), აქტინომიკოზი, ოსტეომიელიტი (მწვავე და ქრონიკული), სამხრეთ ამერიკული ბლასტომიკოზი, ტოქსოპლაზმოზი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა სულფანილამიდების, ტრიმეტოპრიმის და/ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 15 მლ/წთ-ზე ნაკლები);
აპლასტიური ანემია, B12-დეფიციტური ანემია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია;
გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;
დოფეტილიდთან ერთდროული მიღება;
ლაქტაციის პერიოდი;
ბავშვთა ასაკი 6 კვირამდე;
სიფრთხილით: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, მძიმე ალერგიული რეაქციები ანამნეზში, ბრონქული ასთმა, ფოლიუმის მჟავას დეფიციტი, პორფირია, ორსულობა.
ბავშვები და მოზარდები:
ჩვეულებრივ, ინიშება 6 მგ ტრიმოპრიმი და 30 მგ სულფამეტოქსაზოლი დღე-ღამეში 1 კგ სხეულის წონაზე დაანგარიშებით.
6 კვირაზე უმცროსი - გამოყენება უკუნაჩვენებია
6 კვირიდან 5 თვემდე - 2.5 მლ სუსპენზია ყოველ 12 საათში
6 თვიდან 5 წლამდე - 5 მლ სუსპენზია ყოველ 12 საათში
6-დან 12 წლამდე - 10 მლ სუსპენზია ყოველ 12 საათში
12 წელზე უფროს - 20 მლ სუსპენზია ყოველ 12 საათში
მკურნალობის ხანგრძლივობა
მწვავე ინფექციების დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს დაავადების სიმპტომების გაქრობიდან კიდევ 2 დღის განმავლობაში, არანაკლებ 5 დღე.
თუ 7 დღიანი თერაპიის შემდეგ არ ხდება კლინიკური გაუმჯობესება, პაციენტის მდგომარეობა განმეორებით უნდა შეფასდეს მკურნალობის შესაძლო კორექციისათვის.
Pneumocystis carinii-ით გამოწვეული ინფექციების დროს - 120 მგ/კგ/დღე-ღამეში, ყოველ 6 საათში, 14-21 დღის განმავლობაში.
საშარდე გზების ინფექციების და მწვავე ოტიტის დროს მკურნალობის კურსი - 10 დღე, შიგელოზის დროს - 5 დღე.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
160195