აზითრომიცინი ფარმოზი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული გარკვეული ინფექციების სამკურნალოდ
აქტიური ნივთიერებაა აზითრომიცინი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს აზითრომიცინის დიჰიდრატს, რომელიც ექვივალენტურია 500 მგ აქტიური ნივთიერება აზითრომიცინის.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: კალციუმის ორფუძიანი უწყლო ფოსფატი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი და ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა.
აზითრომიცინი ფარმოზი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული გარკვეული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: ტონზილიტი/ფარინგიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, პნევმონია, შუა ყურის მწვავე ანთება, კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები (როგორიცაა აბსცესი), ასევეChlamidia trachomati-ით და წამლების მიმართ არარეზისტენტულიNeisseria gonorrhoeae -ით გამოწვეული სქესობრივდ გადამდები დაავადებები.
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მოზრდილებსა და 45 კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვებში რეკომენდებული დოზა უმეტესი ჩვენებებისათვის არის 500 მგ ერთხელ დღეში (1 ტაბლეტი 500 მგ) და მკურნალობის ხანგრძლივობაა 3 დღე.
Chlamidia trachomatis-ით დაHaemophilus ducreyi-ით გამოწვეული სქესობრივად გადამდები ინფექციების სამკურნალოდ რეკომენდებული დოზაა 1 გ ერთჯერადი დოზის სახით (500 მგ 2 ტაბლეტი).Neisseria gonorrhoeae-ისათვის რეკომენდებული დოზაა 1 გ ან 2 გ ცეფტრიაქსონის 250 მგ ან 500 მგ-თან კომბინაციაში,
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:
აზითრომიცინი ფარმოზის ტაბლეტები ინიშნება მხოლოდ 45 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში.
მიღების მეთოდი და გზა:
განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
აზითრომიცინი ფარმოზის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით, მისი მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე კვებისგან დამოუკიდებლად.
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ სიფრთხილის ზომებს.
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.