შემადგენლობა მომზადებული სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს: 200 მგ აზითრომიცინს დიჰიდრატის სახით.
ჩვენება: აზითრომიცინი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ: ბრონქიტი; არაჰოსპიტალური პნევმონია; სინუსიტი; ფარინგიტი / ტონზილიტი; შუა ოტიტი; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; Chlamydia trachomatis და Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული სასქესო სისტემის ინფექციები, გართულებულ სტადიამდე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ რეკომენდაციებს ანტიბაქტერიული საშუალებების სწორი გამოყენების შესახებ.
დოზირება და მიღების წესი: 45 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები, მოზრდილები და ხანდაზმულები: აზითრომიცინით მკურნალობის საერთო დოზა შეადგენს 1500 მგ, რისი მიღებაც ხდება 3 დღის განმავლობაში (500 მგ ერთხელ დღეში). Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული სასქესო სისტემის ინფექციების დროს (გართულებამდე) დოზა შეადგენს 1000 მგ-ს პერორალურად, ერთჯერადად. Neisseria gonorrhoeae –ით გამოწვეული ინფექციის დროს ინიშნება 1000 ან 2000 მგ აზითრომიცინი, 250 ან 500 მგ ცეფტრიაქსონთან კომბინაციაში, მკურნალობის ადგილობრივი რეკომენდაციების შესაბამისად.45 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები: აზითრომიცინის სუსპენზიის დანიშვნა შესაძლებელია 45 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში. არ არსებობს მონაცემები 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვების მკურნალობის შედეგების შესახებ. ერთჯერადი დოზა ბავშვებში შეადგენს 10 მგ/კგ-ზე. მიიღება 3 დღის განმავლობაში: 15 კგ-მდე წონის ბავშვები (<3 წელზე): დოზირება ხდება მაქსიმალური სიზუსტით, თანდართული 5 მლ-იანი დოზირებული შპრიცის საშუალებით. შპრიცი დაყოფილია 0,1 მლ დანაყოფებად, რომელიც შეესაბამება 4 მგ აზითრომიცინს. 15 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები: დოზირება ხდება მაქსიმალური სიზუსტით, თანდართული 5 მლ-იანი დოზირებული შპრიცის საშუალებით. აზიმაკი ინიშნება შემდეგი სქემით: 15-25 კგ (3-7 წელი): 5 მლ (200 მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში 26-35 კგ (8-11 წელი): 7,5 მლ (300 მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში 36-45 კგ (12-14 წელი): 10 მლ (400 მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში 45 კგ-ზე ზემოთ ბავშვებში: დოზირება ხდება მოზრდილთა დოზის შესაბამისად.
უკუჩვენება მომატებული მგრძნობელობა აზითრომიცინის, სხვა მაკროლიდების ან კეტოლიდური ანტიბიოტიკების, ერითრომიცინის ან მის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ.
ვარგისობის ვადა გაუხსნელი ბოთლი: 3 წელი. სუსპენზიის მომზადების შემდეგ: 5 დღე ოთახის ტემპერატურაზე. შენახვის პირობები შეინახეთ არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალური შეფუთვით.