აზარგა წვეთები თვალის (10მგ+5მგ)/1მლ 5მლ ფლაკონი #1
აზარგა წვეთები თვალის (10მგ+5მგ)/1მლ 5მლ ფლაკონი #1

აზარგა წვეთები თვალის (10მგ+5მგ)/1მლ 5მლ ფლაკონი #1

ბელგია

ალკონი

აზარგა ნაჩვენებია თვალშიდა წნევის (თწ) შესამცირებლად მოზრდილ პაციენტებში ღიაკუთხოვანი გლაუკომით ან ოკულარული ჰიპერტენზიით, როდესაც თვალშიდა წნევის შესამცირებელი მონოთერაპია არასაკმარისია.

პროდუქტის შესახებ

აზარგა წვეთები თვალის

შემადგენლობა:

​1მლ სუსპენზია შეიცავს 10მგ ბრინზოლამიდს და 5მგ თიმოლოლს (თიმოლოლის მალეატის სახით).


ჩვენება:

​თვალშიდა წნევის (თწ) შემცირება მოზრდილ პაციენტებში ღიაკუთხოვანი გლაუკომით ან ოკულარული ჰიპერტენზიით, როდესაც თვალშიდა წნევის შესამცირებელი მონოთერაპია არასაკმარისია.


დოზირება და გამოყენების მეთოდი:

მოზრდილები ხანდაზმულების ჩათვლით:

აზარგას ერთი წვეთი დაზიანებული თვალის კონიუნქტივის პარკში დღეში ორჯერ.
ჩაწვეთების შემდეგ რეკომენდებულია ნაზოლაკრიმალური ოკლუზია ან ქუთუთოს ფრთხილად დახურვა. ამან შეიძლება შეამციროს სამედიცინო პროდუქტის სისტემური აბსორბცია, რომელიც მიიღება თვალიდან და შეამციროს სისტემური გვერდითი რეაქციები.
ერთზე მეტი ადგილობრივი გამოყენების ოფთალმოლოგიური პროდუქტის მიღებისას საჭიროა მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალი.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შემდგომი დოზით, გეგმის მიხედვით. დოზამ არ უნდა გადააჭარბოს ერთ წვეთს დაზიანებულ თვალში, ყოველდღე.
გლაუკომის საწინააღმდეგო სხვა აგენტის აზარგათი ჩანაცვლების შემთხვევაში, სხვა აგენტის მიღება უნდა შეწყდეს და აზარგას მიღება უნდა დაიწყოს შემდეგი დღეიდან.

პედიატრიული პაციენტები:

ეფექტურობის მონაცემების დეფიციტის გამო, აზარგას თვალის წვეთები, სუსპენზია რეკომენდებული არ არის 18 წლამდე.

გამოყენება ღვიძლისა და თირკმლის დაზიანებისას:
აზარგას თვალის წვეთებით, ან თიმოლოლის 5მგ/მლ თვალის წვეთებით გამოკვლევები არ ჩატარებულა თირკმლისა და ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში. დოზის კორექცია საჭირო არ არის ღვიძლის დაზიანების, ან თირკმლის მსუბუქი ან საშუალო დაზიანების მქონე პირებში.
აზარგას თვალის წვეთები, სუსპენზია შესწავლილი არ არის თირკმლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ) ან ჰიპოქლორემიული აციდოზის მქონე პირებში. რადგანაც ბრინზოლამიდი და მისი მეტაბოლიტები უმეტესად გამოიყოფა თირკმელებით, აზარგას თვალის წვეთები, სუსპენზია უკუნაჩვენებია თირკმლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში.

გამოყენების მეთოდი:
ოკულარული გამოყენებისთვის.
პაციენტმა გამოყენებამდე ფლაკონი უნდა შეანჯღრიოს.
საწვეთურის დაბოლოების ან ხსნარის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ქუთუთოებს, შემომსაზღვრელ უბანს არ უნდა შეეხონს ფლაკონის წვერით. პაციენტმა ფლაკონი მჭიდროდ დახურული უნდა შეინახოს.


უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან შემავსებლების მიმართ.
  • ბრონქული ასთმა, ბრონქული ასთმური ანამნეზი, ან ფილტვის მწვავე ობსტრუქციული დაავადება.
  • სინუსური ბრადიკარდია, მეორე ან მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის გამოხატული უკმარისობა, კარდიოგენული შოკი.
  • მწვავე ალერგიული რინიტი და ბრონქული ჰიპერრეაქტიულობა; მომატებული მგრძნობელობა სხვა ბეტა-ბლოკერების მიმართ.
  • ჰიპერქლორემიული აციდოზი 
  • თირმლის მწვავე უკმარისობა.
  • მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ


​ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა:
არ არის ადექვატური მონაცემები ბრინზოლამიდის გამოყენებისა ორსულ ქალებში. ცხოველების კვლევებმა აჩვენა რეპროდუქტიული ტოქსიკურობა (იხ. პარაგრაფი 5.3). პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია.
კარგად კონტროლირებადმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა ბეტა-ბლოკერების სისტემური გამოყენებისას არ აჩვენა მალფორმაციული ეფექტები, მაგრამ ზოგიერთი ფარმაკოლოგიური ეფექტი როგორიცაა ბრადიკარდია აღინიშნა ნაყოფში და ახალშობილებში. ორსულობების ლიმიტირებულმა მონაცემებმა არ აჩვენა თიმოლოლის გვერდითი ეფექტები თვალის წვეთებში ორსულებში ან ნაყოფის/ახალშობილების ჯანმრთელობაზე გარდა ბრადიკარდიისა და არითმიისა, რაც აღწერილია იმ ქალის ნაყოფში, რომელიც იღებს თიმოლოლის თვალის წვეთებს. სხვა ღირებული ეპიდემიოლოგიური მონაცემი არ არსებობს.
ორსულობისას აზარგას თვალის წვეთები, სუსპენზია თუ ამის აუცილებლობა არ არის, არ უნდა მიიღონ.

ლაქტაცია:
უცნობია ბრინზოლამიდი გამოიყოფა თუ არა რძეში, ცხოველების კვლევებმა აჩვენა ბრინზოლამიდის ექსკრეცია რძეში. თიმოლოლი არ ჩნდება ადამიანის რძეში. თუმცა, ძუძუთა ასაკის ახალშობილებზე/ჩვილებზე თერაპიულ დოზებში აზარგას თვალის წვეთების, სუსპენზიის გვერდითი ეფექტები მოსალოდნელი არ არის. ძუძუთი კვების დროს აზარგას თვალის წვეთების, სუსპენზიის გამოყენება შეიძლება.


ეფექტები მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვაზე:

როგორც ნებისმიერი თვალის წვეთების გამოყენებისას, მხედველობის დროებითი დაბინდვა ან სხვა ვიზუალური დარღვევები შეიძლება მოქმედებდნენ მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვაზე. თუ ინსტილაციის შემდეგ ადგილი აქვს მხეველობის დაბინდვას, პაციენტმა მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვამდე უნდა მოიცადოს სანამ მხედველობა არ გამოსწორდება.

კარბოანჰიდრაზას ორალურმა ინჰიბიტორებმა შეიძლება დააზიანოს ხანდაზმული პაციენტების შესაძლებლობა განახორციელონ მოქმედებები, რომლებიც მოითხოვს მენტალურ სიფხიზლეს ან/და ფიზიკურ კონცენტრაციას.


შენახვა:

შენახვა არ შეიძლება 30ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ალკონი
ქვეყანა
ბელგია
ჯენერიკი
ბრინზოლამიდი+თიმოლოლი
დოზა
(10მგ+5მგ)/1მლ
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი