პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - amoxicillin, clavulanic acid
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები); ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინირებული პრეპარატები
ჩვენებები
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები გამოწვეული პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:
- მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, წილოვანი პნევმონია, ბრონქოპნევმონია, პლევრის ემპიემა, ფილტვის აბსცესი;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები - აბსცესი, ცელულიტი, ჭრილობის ინფექცია;
- საშარდ-სასქესო სისტემის ინფექციები - ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი, სალპინგიტი, სალპინგოოფორიტი, ტუბოოვარიული აბსცესი, ენდომეტრიტი, ბაქტერიული ვაგინიტი, სეპტიური აბორტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი, პელვიოპერიტონიტი, გონორეა;
- ოსტეომიელიტი;
- სეფსისი;
- ინტრააბდომინური აბსცესი;
- პერიტონიტი;
- პოსტოპერაციული ინფექციები.
ინტრავენური აუგმენტინი აგრეთვე გამოიყენება ძირითადი ქირურგიული პროცედურების _ გასტროინტესტინური, მცირე მენჯის ღრუს, თავისა და კისრის მიდამოს, გულ-სისხლძარღვთა, თირკმლის, სანაღვლე გზების და სახსრების რეკონსტრუქციის _ პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით.
მიღების წესები და დოზები
დგინდება ინდივიდუალურად ინფექციური პროცესის სიმძიმის, ინფექციის ლოკალიზაციისა და გამომწვევის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით. მოზრდილებსა და ბავშვებს 12 წლის ზევით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს ენიშნებათ 625 მგ აუგმენტინის 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. მძიმე ინფექციების დროს ინიშნება 1 გ აუგმენტინის ერთი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. აგრეთვე შესაძლებელია 1.2 გ აუგმენტინის ინტრავენური ინექცია ყოველ 8 სთ-ში. უფრო მძიმე ინფექციების შემთხვევაში _ 1.2 გ ყოველ 6 სთ-ში. ინტრავენური ინექციის დროს მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 1.2 გ-ს, ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო დოზა _ 7.2 გ-ს.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება სიროფის სახით.
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა:
- 25/3.6 მგ/კგ/დღეში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მაგ. რეციდიული ტონზილიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები და კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები);
- 45/6.4 მგ/კგ/დღეში მძიმე ინფექციების დროს (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები მაგ., შუა ოტიტი და სინუსიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები _ მაგ., ბრონქოპნევმონია, და საშარდე სისტემის ინფექციები).
დოზირება ბავშვებისათვის ბავშვები 2 წელზე უფროსი ასაკის _ 25/3.6 მგ/კგ/დღეში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს:
- 2-6 წელი (13-21კგ) 5.0 მლ აუგმენტინის სიროფი, 228 მგ/5 მლ, 2-ჯერ დღეში ან 2.5 მლ აუგმენტინის სიროფი, 457 მგ/5 მლ, 2-ჯერ დღეში;
- 7-12 წელი (22-40კგ) 10.0 მლ აუგმენტინის სიროფი 228 მგ/5 მლ 2-ჯერ დღეში ან 5.0 მლ აუგმენტინის სიროფი, 457 მგ/5 მლ, 2-ჯერ დღეში.
- 7-12 წელი 10.0 მლ აუგმენტინის სიროფი, 457 მგ/5 მლ, 2-ჯერ დღეში
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად – დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა; აღწერილია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, ჰეპატიტისა და ქოლესტაზური სიყვითლის განვითარების ცალკეული შემთხვევები. აღწერილია ფსევდომემბრანული კოლიტის ერთეული შემთხვევებიც.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად _ ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება; ძალზე იშვიათად – მულტიფორმული ერითემა, ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი.
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი.
გვერდითი ეფექტები, გამოწვეული პრეპარატის ბიოლოგიური მოქმედებით: იშვიათად – კანდიდოზი და სხვა სახის სუპერინფექცია.
ადგილობრივი რეაქციები: იშვიათ შემთხვევაში ინექციის ადგილას შეიძლება განვითარდეს ფლებიტი.
ორსულობა და ლაქტაცია
მცირე ინფორმაცია არსებობს ორსულობის პერიოდში ქალებში აუგმენტინის გამოყენების შესახებ. ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, სასურველია თავიდან ავიცილოთ პრეპარატის მიღება ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით კი პირველ ტრიმესტრში.
აუგმენტინის დანიშვნა ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებულია, თუ, რათქმა უნდა, გამოირიცხა რძეში პრეპარატის უმცირესი რაოდენობის ექსკრეციით გამოწვეული ჰიპერმგრძნობელობის განვითარების რისკი. პრეპარატის ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენული ეფექტი დადგენილი არ არის.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
160273
ჯენერიკი
ამოქსიცილინი+კლავულანი