ატროპინის სულფატი გამოიყენება გუგის გასაფართოებლად თვალის ფსკერის გამოკვლევისას, თვალის ბუნებრივი რეფრაქციის განსაზღვრის მიზნით აკომოდაციის დამბლის მისაღწევად
1 მლ შეიცავს 10 მგ ატროპინის სულფატს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), ნატრიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
გუგის დიაგნოსტიკური გაფართოება თვალის ფსკერის გამოკვლევისას, თვალის ბუნებრივი რეფრაქციის განსაზღვრის მიზნით აკომოდაციის დამბლის მისაღწევად, თვალის ანთებითი დაავადებების, ტრავმების და ბადურის ცენტრალური არტერიის ემბოლიების, სპაზმის კომპლექსურ თერაპიაში.
მკურნალობის მიზნით მოზრდილებსა და 7 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 წვეთი 2-6-ჯერ დღეში. გუგების მაქსიმალური გაფართოება ატროპინით, რომელიც თვალის კუნთების მოდუნებას უწყობს ხელს და პათოლოგიური პროცესის რეგრესიას აჩქარებს, 30-40 წუთის შემდეგ აღინიშნება და 7-10 დღის განმავლობაში შენარჩუნდება, აკომოდაციის დამბლა - შესაბამისად, 1-3 საათის შემდეგ ვითარდება და 8-12 დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
ბავშვები. 7 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.
ბავშვებში პრეპარატი ნაკლები კონცენტრაციებით ინიშნება (0.125%, 0.25%, 0.5%).
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, როდესაც გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა შეიძლება არ იყოს სასურველი: მოციმციმე არითმია, ტაქიკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, მიტრალური სტენოზი, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია. მწვავე სისხლდენა. თირეოტოქსიკოზი. ჰიპერთერმული სინდრომი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს გაუვალობა (საყლაპავის აქალაზია, პილორუსის სტენოზი, ნაწლავების ატონია). გლაუკომა. ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა. Miastenia gravis. შარდის შეკავება ან მის მიმართ მიდრეკილება. ტვინის დაზიანება.
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ძუძუთი კვების პერიოდში დედის მიერ თვალის წვეთების გამოყენებისას, სისტემური ეფექტების შესაძლო განვითარების შემთხვევაში, ატროპინი აღწევს დედის რძეში და შეიძლება ბავშვში სუნთქვის დათრგუნვა და ძილიანობა გამოიწვიოს. ძუძუთი კვების პერიოდში ატროპინის სულფატის გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვზე ტოქსიკური ზეგავლენის საშიშროების გამო.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.