აპრაზოლი კაფსულა 30მგ  #28

აპრაზოლი კაფსულა 30მგ #28

თურქეთი

ბილიმი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Lansoprazole

შემადგენლობა:
ყოველი კაფსულა შეიცავს:
ნაწლავებში ხსნადი გარსით დაფარულ ლანსიპრაზოლის მიკროპელეტები 30მგ, ტიტანის დიოქსიდ (E171), ყვითელი ქინოლინი (E104) და ინდიგოკარმინი (E132) მღებავი ნივთიერების სახით.

ჩვენებები:
1) თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
2) კუჭის წყლული
3) რეფლექს-ეზოფაგიტის მოკლევადიანი მკურნალობა
4) პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობების ხანგრძლივი მკურნალობა, რომელთა შორისაა ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.
5) დუოდენალური წყლულის მკურნალობა, რომელიც გამოვლენილია H.Pilory-ით.

უკუჩვენებები:
ლანსოპრაზოლი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებიც ჰიპერმგრძნო
ბიარენი არიან ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები:
აპრაზოლის კაფსულის მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე. იმ პაციენტებში რომლებსაც აქვთ ღვიძლის უკმარისობა ან ციროზი ელიმინაცია მცირდება ერთჯერადი ორალური დოზის მიღებისას, ხოლო პლაზმური კონცენტრაცია ზირდება ისევე როგორც AUC. ასეთ პაციენტებში არ არის რეკომენდებული 30მგდღე-ზე მაღალი დოზის მიღება.
ლანსოპრაზოლის ორსულობის კატეგორიაა B. არ არსებობს რაიმე კლინიკური უსაფრთხოების მონაცემები მისი გამოყენების შესახებ ორსულობისას, ლაქტაციისას და 18 წლამდე ასაკში. ასეთ შემთხვევებში ლანსოპრაზოლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა მისი გამოყენება აუცილებელია.

გვერდითი მოვლენებიუარყოფითი რეაქციები:
ზოგადად, აპრაზოლი კარგად გადაიტანება. იშვიათ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება: თავბრუსხვხვა, დიარეა, კანზე გამონაყარი, ყაბზობა, შებერილობა და თავის ტკივილი. ეს უარყოფითი ეფექტები ძირითადად ზომიერი და გარდამავალია. ამ სიმპტომების დამოკიდებულება პრეპარატებთან არ არის ნათელი.
მოულოდნელი უარყოფითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
მიღების წესი და დოზირება
1. დუოდენალური წყლული: რეკომენდებული დოზა არის 30მგ (1 კაფსულა)
დღეში ერთხელ, 4 კვირის განმავლობაში. აპრაზოლის მიღება ხდება ჭამამდე.
2. კუჭის წყლული: რეკომენდირებული დოზა არის 30 მგ დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში. მკურნალობის კურსი უნდა გაგრზძელდეს 2-4 კვირამდე.
3. რეფლუქს-ეზოფაგიტი: როცა ენდოსკოპიურად გამოვლენილია ეროზიული ეზოფაგიტი, რეკომენდებული დოზა არის 30მგ დღეში ერხელ 2-4 კვირის განმავლობაში. პაციენტებისათვის რომლებიც არ იკურნაბიან შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს დამატებითი 8 კვირიანი მკურნალობა. თუ მოხდა ეროზიული ეზოფაგიტის რეციდივის გამოვლენა, შეძლება სასურველი იყოს აპრაზოლით დამატებითი 8 კვირიანი მკურნალობა. ლანზოპრაზოლი არ არის ნაჩვენები პეპტიური წყლულებისა და რეფლექს-ეზოფაგიტის შემანარჩუნებელი ტერაპიისათვის.
4. პათოლოგიული ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები, რომელთა შორისაა ზოლინგერ-ელისონის სინდრომი: ჩვეულებრივი დოზაა 60მგ ერთჯერ დღეში. თუ აუცილებელია, ლანზოპრაზოლის დოზა შეიძლება გაიზარდოს 120-180მგ-მდე დღეში. რეკომენდებული დღიური დოზის (90მგ-ზე მეტი ოდენობით) მიღება ხდება მისი გაყოფით 2 ტოლ ნაწილად დილით და საღამოს.
5. H.pilory აღმოსაფხვრელი თერაპია დუოდენალური წყლულით სამმაგი სამკურნალო რეჟიმი: 30მგ ლანსოპრაზოლი ორჯერ დღეში ჭამის წინ,Y500მგ კლარითრომიცინი 2-ჯერ დღეში ჭამამდე ან ჭამის შემდეგ 14 დღის განმავლობაში. ლანსოპრაზოლით მკურნალობა შეიძლება 4 კვირის განმავლობაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს წყლულის სრული შეხორცება)
ორმაგი თერაპიული რეჟიმი: 30მგ ლანსოპრაზოლი 2-ჯერ დრეში ჭამამდე, ან ჭამის შემდეგ 14 დღის განმავლობაში.(ლანსოპრაზოლით მკურნალობა შეიძლება 4 კვირის განმავლობაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს წყლულის სრული შეხორცება)
ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
აპრაზოლ 30მგ მიკროპელეტის კაფსულის მიღება ხდება ჭამამდე. კაფსულა არ ირეჭება და არ ქუცმაცდება. კაფსულა გამოყენებული უნდა იყოს 1 თვის მანძილზე პირველად გახსნის შემდეგ. ნაბისმიერი გამოუყენებელი პორცია უნდა გადაიგდოს 1 თვის შემდეგ. გამოყენების შემდეგ კარგად უნდა დაეხუროს თავსახური.

ჭარბი დოზირება:
არ არსებობს ლანსოპრაზოლის სპეციფიური ანტიდოტი. შეუძლებელია მისი გამოდევნა ცირკულაციიდან ჰემოდიალიზის საშუალებით. მკურნალობა ასეთ შემთხვევაში უნდა იყოს სიმპტომური და შემანარჩუნებელი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბილიმი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ლანსოპრაზოლი
დოზა
30მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი