აპფექტო წვეთები თვალის 0.3% 1.7მლ ფლაკონი #1
აპფექტო წვეთები თვალის 0.3% 1.7მლ ფლაკონი #1

აპფექტო წვეთები თვალის 0.3% 1.7მლ ფლაკონი #1

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა: პრეპარატის 1 მლ აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: 3 მგ ნეპაფენაკი. დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, პროპილენგლიკოლი, კარბომერი 974P, ნატრიუმის ქლორიდი, გუარის გუმფისი, ნატრიუმის კარმელოზა, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან ქლორწყალბადმჟავა, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს).

ჩვენებები: კატარაქტის ოპერაციის შემდგომი ტკივილისა და ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკა და მკურნალობა; კატარაქტის ქირურგიული ჩარევისას განვითარებული ოპერაციის შემდგომი დვრილის შეშუპების რისკის შემცირება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

დოზირება და მიღების წესი: მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის. გამოყენებამდე საჭიროა ფლაკონის კარგად შენჯღრევა. კატარაქტის ოპერაციის შემდგომ განვითარებული ტკივილისა და ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკა და მკურნალობა: პრეპარატის 1 წვეთი უნდა იქნას ჩაწვეთებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში ერთხელ დღეში. მკურნალობა იწყება კატარაქტის ქირურგიულ ჩარევამდე 1 დღით ადრე და გრძელდება ოპერაციის შემდგომი პერიოდის პირველი 2 კვირის განმავლობაში. ოპერაციამდე 30-120 წუთით ადრე საჭიროა პრეპარატის დამატებითი წვეთის ჩაწვეთება. კატარაქტის ქირურგიული ჩარევისას განვითარებული ოპერაციის შემდგომი დვრილის შეშუპების რისკის შემცირება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში: 1 წვეთი აპფექტოს ჩაწვეთება ხდება კონიუნქტივალურ პარკში დღეში ერთხელ. მკურნალობა იწყება კატარაქტის ოპერაციამდე ერთი დღით ადრე, ოპერაციის დღეს და გრძელდება პოსტოპერაციულ პერიოდში 60 დღის განმავლობაში. ოპერაციამდე 30-120 წუთით ადრე საჭიროა პრეპარატის დამატებითი წვეთის ჩაწვეთება.

გვერდითი მოვლენები: კერატიტი, წერტილოვანი კერატიტი, რქოვანას ეპითელის დაზიანება, უცხო სხეულის შეგრძნება, ქერქის წარმოქმნა ქუთუთოების კიდეზე; ირიტი, ქოროიდული გამონაჟონი, ნადები რქოვანაზე, თვალის ტკივილი, მხედველობის დისკომფორტი, ქუთუთოს ანთება, თვალის ქავილი, გამონადენი თვალიდან, ალერგიული კონიუნქტივიტი, მომატებული ცრემლდენა, კონიუნქტივის სიწითლე; რქოვანას შეხორცების პროცესის შეფერხება, რქოვანას დაბინდვა, ნაწიბური რქოვანაზე, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, თვალის გაღიზიანება, ქუთუთოების შეშუპება, წყლულოვანი კერატიტი, რქოვანას გათხელება, არამკაფიო მხედველობა. მომატებული მგრძნობელობა, თავბრუსხვევა; თავის ტკივილი. მომატებული არტერიული წნევა. გულისრევა; ღებინება, ქალაზოდერმია, ალერგიული დერმატიტი. წერტილოვანი კერატიტი; რქოვანას ეპითელის დაზიანება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ, ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება, მწვავე რინიტი, დაკავშირებული ასპირინის ან სხვა აასს-ის გამოყენებასთან. 10 წლამდე ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ადგილობრივი აასს და გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია შეანელოს ან შეაფერხოს შეხორცების პროცესი. პროსტაგლანდინების ანალოგების და პრეპარატი აპფექტოს ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრეპარატი აპფექტოს გამოყენებისას არსებობს აცეტილსალიცილის მჟავას, ფენილძმარმჟავას წარმოებულების და ასევე სხვა აასს მიმართ ჯვარედინი მგრძნობელობის განვითარების შესაძლებლობა. საჭიროებისას სხვა ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენებისას საჭიროა 5 წუთიანი ინტერვალის დაცვა.

განსაკუთრებული მითითებები: პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ მზის სხივების ზემოქმედებას. რქოვანას დაზიანების ნიშნების მქონე პაციენტებისათვის საჭიროა პრეპარატის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და რქოვანას მდგომარეობის შემოწმება. პაციენტებს ქირურგიული ოფთალმოლოგიური ჩარევის შემდგომი გართულებებით, რქოვანას დენერაციით, რქოვანას ეპითელის დეფექტით, შაქრიანი დიაბეტით, თვალების ზედაპირული დაავადებებით, რევმატოიდული ართრიტით ან განმეორებითი ქირურგიული ჩარევისას, რომელიც ტარდება დროის ხანმოკლე შუალედში, შესაძლებელია ჰქონდეთ რქოვანას მხრიდან გვერდითი რეაქციების განვითარების მომატებული რისკი, რაც შესაძლებელია იყოს მხედველობის დაკარგვის საფრთხე. ადგილობრივი აასს გამოყენებისას თვალებზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციებისას შესაძლებელია განვითარდეს ინტენსიური სისხლდენა თვალის ქსოვილებში. პრეპარატი სიფრთხილით გამ
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ნეპაფენაკი
დოზა
0.3%
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
1.7მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი