ანასტროზოლი დენკი ტაბლეტი 1მგ #30

ანასტროზოლი დენკი ტაბლეტი 1მგ #30

გერმანია

დენკ ფარმა
პროდუქტის შესახებ
ემადგენლობა: აქტიური ნივთიერება არის ანასტროზოლი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1მგ ანასტროზოლს. დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტის შიგთავსი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარბოქსიმეთილის სახამებელი–ნატრიუმი (ტიპი A), პოვიდონ K-25, მაგნიუმის სტეარატი (მცენარეული). გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 6000, ჰიდრირებული ბამბის თესლის ზეთი, სახამებელი მოდიფიცირებული (სიმინდი), ტიტანის დიოქსიდი (E171).

ჩვენება: ანასტროზოლ Dდენკ 1 გამოიყენება ქალებში ძუძუს კიბოს სამკურნალოდ კლიმაქტერიული პერიოდის შემდეგ. ანასტროზოლ Dდენკ 1 მოქმედებს ორგანიზმში გამომუშავებული ჰორმონის–ესტროგენის შემცირების გზით. ეს ხდება ორგანიზმში გამომუშავებული ბუნებრივი სუბსტანციის (ფერმენტის)-,,არომატაზას” ინჰიბირების გზით.

უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია ანასტროზოლის ან პრეპარატში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ; თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში. ანასტროზოლ დენკ 1 არ მიიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული რაიმეში, ანასტროზოლ Dდენკ 1-ის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმცევტს.ორსულობა და ლაქტაცია: არ შეიძლება ანასტროზოლ Dდენკ 1-ის მიღება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. დაორსულების შემთხვევაში უნდა შეწყდეს ანასტროზოლ Dდენკ 1-ის მიღება და კონსულტაციისთვის მიემართოს მკურნალ ექიმს. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ანასტროზოლ Dდენკ 1-მა ზეგავლენა მოახდინოს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე. თუმცა ზოგიერთ პაციენტს ანასტროზოლ Dდენკ 1-ით მკურნალობის დროს შესაძლებელია გამოუვლინდეს სისუსტე ან ძილიანობა. თუ აღნიშნული გამოუვლინდება პაციენტს, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ანასტროზოლ Dდენკ 1-ის შემადგენელი ზოგიერთი ნივთიერების შესახებ: ანასტროზოლ Dდენკ 1 შეიცავს ლაქტოზას, რაც შაქრის ერთ-ერთი სახეა. თუ პაციენტმა იცის, რომ მას აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მაშინ ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.იღების წესი: ანასტროზოლDდენკ 1 ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში; სასურველია, რომ ტაბლეტი მიღებულ იქნას ყოველდღიურად ერთი და იგივე დროს; ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს დაუღეჭავად, წყალთან ერთად; არ აქვს მნიშვნელობა ანასტროზოლDდენკ 1 მიიღება ჭამამდე, ჭამის დროს თუ მის შემდეგ. ანასტროზოლ Dდენკ 1 მიიღება მკურნალი ექიმის მიერ დადგენილი ხანგრძლივობით. ეს არის ხანგრძლივი მკურნალობა და შესაძლებელია, რომ საჭირო გახდეს მისი მიღება რამდენიმე წლის განმავლობაში.პრეპარატის გამოყენება ბავშვებში: ანასტროზოლ დენკ 1 არ ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში.

დოზის გადაჭარბება: თუ პაციენტმა მიიღოს ანასტროზოლ დენკ 1-ის რეკომენდებულზე მეტი დოზა, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დენკ ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ანასტროზოლი
დოზა
1მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი