ამლოდიპინი/ვალსარტანი ნორმონი 10მგ+160მგ გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ მოზრდილებში, რომლებშიც არტერიული წნევა საკმარისად არ კონტროლდება ცალკე ამლოდიპინით ან ვალსარტანით.
აქტიური ნივთიერებებია: ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბეზილატის სახით) და ვალსარტანი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ამლოდიპინს და 160 მგ ვალსარტანს;
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა; კროსპოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი; მაგნიუმის სტეარატი; ოპადრი II თეთრი 85F18422 (შეიცავს: პოლი (ვინილსპირტს), ტიტანიუმის დიოქსიდს (E171), მაკროგოლ 4000-ს და ტალკს), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) და რკინის წითელი ოქსიდი (E172).
ამლოდიპინი/ვალსარტანი ნორმონი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ მოზრდილებში, რომლებშიც არტერიული წნევა საკმარისად არ კონტროლდება ცალკე ამლოდიპინით ან ვალსარტანით.
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ეს ხელს უწყობს მკურნალობის საუკეთესო შედეგის მიღწევას და გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის შემცირებას.
ამლოდიპინი/ვალსარტანი ნორმონის ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში.
მკურნალობის პასუხის მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს დოზის მომატება ან შემცირება.
დაუშვებელია დანიშნული დოზის გადაჭარბება.
ამლოდიპინი/ვალსარტანი ნორმონი და ხანდაზმული პაციენტები (65 წლის და ზემოთ)
ექიმმა სიფრთხილით უნდა გაზარდოს დოზა. მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.