შემადგენლობა: 1 შუშხუნა ტაბლეტი (4,1 გ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს თეთრი ტირიფის ქერქი 120 მგ ქოლინი - 41,5 მგ ნატრიუმი - 264 მგ კალიუმი - 100 მგ ქლორიდი - 152,3 მგ გლუკოზა - 500 მგ ვიტამინი B6 - 1,4 მგ სხვა ნივთიერებები: ციტრატი, სორბიტოლი, პოლიეთილენგლიკოლი, სილიკონის დიოქსიდი, სუკრალოზა, რიბოფლავინი, ჭარხლის კონცენტრატი. მოქმედების მექანიზმი: ალკორესტი წარმოადგენს სინერგიული მოქმედების, კომბინირებულ საშუალებას ნაბახუსევთან დაკავშირებული სიმპტომების მოსახსნელად.
ჩვენებები: - ნაბახუსევთან დაკავშირებული დისკომფორტი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება - ალკოჰოლის მიღების შემდეგ განვითარებული დეჰიდრატაცია - ალკოჰოლის ჭარბი მიღებით გამოწვეული ინტოქსიკაცია
უკუჩვენება: - მომატებული მგრძნობელობა ალკორესტში შემავალი კომპონენტების მიმართ - ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტი
სიფრთხილის ზომები: ალკორესტი წარმოადგენს საკვებ დანამატს და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. მიღების წესი და დოზირება: 1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება 200 მლ გრილ წყალში. სითხის მიღება უნდა მოხდეს გახსნისთანავე. მაქსიმალური დღიური დოზაა 3 ტაბლეტი.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.
ვარგისობა და შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, სინათლის სხივებისგან დაცულ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში, 0-25C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.