ალიკვალი ნაჩვენებია მოზრდილ პაციენტებში ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ. ის გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია დიაბეტის გაკონტროლება მხოლოდ დიეტის და ფიზიკური ვარჯიშის მეშვეობით.
აქტიური ნივთიერება არის ვილდაგლიპტინი. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს.
დამხმარე ნივთიერებებია: უწყლო ლაქტოზა, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კროსკარმელოზა.
გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ. ის გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია დიაბეტის გაკონტროლება მხოლოდ დიეტის და ფიზიკური ვარჯიშის მეშვეობით. ეს მედიკამენტი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ალიკვალი ცალკე მონოთერაპიის სახით ან სხვა დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც უკვე იღებდით, თუკი მათი გამოყენებისას ვერ იქნა მიღწეული დიაბეტის საიმედო ეფექტური კონტროლი.
ტიპი 2 დიაბეტი ვითარდება მაშინ, თუ ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან თუ ინსულინი, რომელსაც ორგანიზმი გამოიმუშავებს, არ მუშაობს სათანადოდ. ის ასევე შეიძლება განვითარდეს, თუ ორგანიზმი გამოიმუშავებს ძალიან ბევრ გლუკაგონს.
ინსულინი არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ. გლუკაგონი არის ნივთიერება, რომელიც იწვევს ღვიძლის მიერ შაქრის გამომუშავებას, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას. პანკრეასი ქმნის ორივე ამ ნივთიერებას.
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი ჩვილს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.
არ უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი ორსულობის დროს. უცნობია გადადის თუ არა ეს მედიკამენტი დედის რძეში. არ უნდა გამოიყენოთ ალიკვალი, თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.
თუ იგრძნობთ თავბრუსხვევას ამ მედიკამენტის გამოყენების პერიოდში, არ უნდა მართოთ ავტომობილი და მექანიზმები.
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ალიკვალის რაოდენობა მიიღება ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთის საჭირო ალიკვალის ტაბლეტების რაოდენობას. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 100 მგ.
ალიკვალის ჩვეულებრივი დოზაა:
ალიკვალის მიღების მეთოდი
ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად ცოტაოდენო წყლის მიყოლებით.
ალიკვალის მიღების ხანგრძლივობა
ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი ბლისტერზე ან მუყაოს კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის ,,EXP‘‘ გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული დღის ბოლო დღემდე.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.