ალგესტინი გელი 40გრ ტუბი #1

ალგესტინი გელი 40გრ ტუბი #1

თურქეთი

რეკორდატ ილაჩ
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 40გ გელი შეიცავს: 0,4გ ესცინს (ამორფულს), 2.0გ დიეთილამინსალიცილატს. დამხმარე ინგერედიენტები: ლავანდის ზეთი, ნეროლინის ზეთი, იზოპროპილის სპირტი.

ჩვენება: როგორც ანტიექსუდაციური, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური საშუალება ნაჩვენებია პოსტტრავმული დაჟეჟილობებისას, ჰემატომებისას, დეფორმაციებისას, ტენდოსინოვიტისას, ხერხემლის ანთებით-დეგენეაციულ დაავადებებთან (ცერვიკალური სინდრომი, კისრის ტკივილი, ლუმბაგო, იშიალგია) დაკავშირებული ტკივილის სინდრომისას.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ბავშვთა ასაკი 2 წლამდე, ლაქტაციაზე მყოფი ბავშვები.

გაფრთხილება-განსაკუთრებული მითითებები: არ გამოიყენება ლორწოვან გარსებზე, დაზიანებულ კანზე და მზის სხივების მოქმედებისაგან დაუცველ ადგილებზე.

გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება კანის ალერგიული რეაქციები. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმეირის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების მეთოდი და დოზირება: გელს ისვამენ კანის დაზიანებულ ადგილზე (შესაძლებებლია შეზელვა) თხელ ფენად დღეში რამდენჯერმე, თუ ექიმის მიერ სხვანაირად არ არის დანიშნული.

მკურნალობის კურსი: გამოიყენება დაავადების სიმპტომების გაქრობამდე.

შენახვის მეთოდები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე 30C–მდე, გრილ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 2 წელი. გამოიყენება, მხოლოდ მკაცრად ექიმის დანიშნულებით. არ გამოიყენება პრეპარატი გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: ალგესტინ გელი 40გ, ალუმინის ტუბში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რეკორდატ ილაჩ
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ესცინი+დიეთილამინის სალიცილატი
ფორმა
გელი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
40გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი