ალფა ლიპოის მჟავა -უნივერსალური ანტიოქსიდანტია, გააჩნია: ჰიპოგლიკემიური ეფექტი-აძლიერებს ინსულინის და მისი რეცეპტორების ურთიერთქმედებას, ზრდის გლუკოზის ცილა გადამტანების ფუნქციურ აქტივობას, ამცირებს გლიკონეოგენეზსა და კეტოგენეზს; ნეიროპროტექტორული ეფექტი-ზრდის ნერვული იმპულსის გატარების სიჩქარეს, ასტიმულირებს აქსონების და ახალი ნერვული ბოჭკოების ზრდას, ჰეპატოპროტექტორული ეფექტი-ცხიმოვანი მჟავების და საერთო ქოლესტერინის დონის შემცირება პლაზმასა და ჰეპატოციტებში, უზრუნველყოფს ჰეპატოციტების დაცვას სტეატოზისგან, ჰეპატო-ციტების მემბრანის სტრუქტურის და ფუნქციების აღდგენა. ვიტამინი B6- მონაწილეობს ჰემოპოეზში, ცილების და გლიკოგენის ნორმალურ მეტაბოლიზმსა და ნერვული სისტემის სიჯანსაღის შენარჩუნებაში. თუთია ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან. ვიტამინი B1-ნერვული სისტემის და გულის ნორმალურ ფუნქციონირებას. გამოიყენება: - დიაბეტური და ალკოჰოლური პოლინეიროპათია; - რეტინოპათია; - ჰიპერლიპიდემია; - ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია; - ღვიძლის ციროზი და ჰეპატიტი; - ალერგოდერმატოზი, ფსორიაზი, ეგზემა; - ინტოქსიკაციები (მათ შორის ალკოჰოლური, მძიმე მეტალების იონებით, სოკოთი).
მიღების წესი: 2 კაფსულა დღეში. რეკომენდებულია მისი მიღება ჭამის წინ უზმოზე. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.