ალდოდერმი მალამო 30გრ ტუბი #1
ალდოდერმი მალამო 30გრ ტუბი #1

ალდოდერმი მალამო 30გრ ტუბი #1

ესპანეთი

ლაბ. ალდო-უნიონი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ტრიამცინოლონი 0.1გ, ფრამიცეტინის სულფატი 0.35გ ძირითადი ნივთიერება ფრამიცეტინი; EXCIP. წყალში ხსნადი PH  მჟავა. (ცეტილის სპირტი,სტეარილის სპირტი, ვაზელინი, თხევადი ვაზელინი, ცეტომაკროგოლი1000, გლიცერინი, ლიმონმჟავა, ნატრიუნის ციტრატი, მეთილის ჰიდროქსიბენზოატი (E-2018); გამოხდილი წყალი), C.S.100გ.

ჩვენება: თერმული და რექტალური ანთებითი პროცესები; პიოდერმია, ალერგიული დერმატიტი, კონტაქტური ეგზემა, საფენით გამოწვეული დერმატიტი, ქრონიკული ინფექციური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, წვერის ფოლიკულიტი, ქრონიკული ლიქენი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ნეიროდერმიტი, ჩვილის ინფიცირებული თავის კანი, ჭრილობები, მცირე დამწვრობები, ფსორიაზი, აკნე, ანუსის და გენიტალების ქავილი; ანალური ნაპრალები, ბუასილი, ვარიკოზული წყლულები, მზის დამწვრობა, მწერების ნაკბენები, გარე ოტიტი.

უკუჩვენება: მედიკამენტში შემავალ პროდუქტებზე მომატებული მგრძნობელობა; კანის ტუბერკულოზი, მარტივი ჰერპესი; ჩუტყვავილა.

სირთხილის ზომები: ხანგრძლივმა გარეგანმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის, ლორწოვანის და კანქვშა ქსოვილების ატროფია. ასევე დიდმა დოზებმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ეფექტების აღმოცენება. ბავშვებში გარეგანი ზემოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, მკურნალობის დრო უნდა შემცირდეს მინიმუმამდე და ასევე განსაზღვრული უნდა იქნას მინიმალური დოზა.

გაფრთხილება: სპორტსმენებმა უნდა გაითვალისწინონ რომ ეს მედიკამენტი შეიცავს კომპონენტს, რომელმაც შეიძლება ანალიზში აჩვენოს დოპინგის არსებობა. 
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს თუ ადგილი ექნება ბუნდოვან მხედველობას ან სხვა მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემას.

დოზირება: საჭიროა დღეში სამჯერ-ოთხჯერ წასმა მცირე რაოდენობით.

ინსტრუქცია პრეპარატის სწორად გამოყენებისათვის: უნდა დაიფაროს მთლიანად დაზიანებული ზონა და განხორციელდეს მსუბუქი მასაჟი მალამოს ბოლომდე შეწოვისათვის. მალამოს გამოყენებამდე უნდა გასუფთავდეს დაზიანებული ზონა ნაზი საპნით. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რამოდენიმე დღით სიპმტომების ალაგების შემდეგაც. ფსორიაზის და სხვა ანთებითი დაავადებების დროს შეიძლება გამოყენებული იქნას ოკლუზიური დაფარვაც.

დოზის გადაჭარბება: ინტოქსიკაცია კანით შეწოვისას საჭიროა მედიკამენტის გამოყენების შეწყვეტა. ნორმალური მკურნალობისას ინტოქსიკაცია თითქმის არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვეაში ან შემთხვევითი გადაყლაპვისას უნდა მიემართოს ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო ცენტრს. ტელ. 91 562 04 20.

სიფრთხილის ზომები: ალერგია, მგრძნობელობა ფრამიცეტინზე, ბუნდოვანი მხედველობა. ოკლუზიური დაფარვის შემთხვევაში მაღლდება პრეპარატის შეწოვა კანის საშუალებით. თუ ადგილი ექნა სხვა გვერდით მოვლენებს უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15-30 გრადუსზე.

ვადა: არ გამოიყენება შეფუთვაზე არსებული ვადის გასვლის შემდეგ.

ალდოდერმა კარგად შეიწოვება და არ ტოვებს ლაქებს.

ფარმაცევტული ფორმა და შეფუთვის შიგთავსი: კრემი-მალამო 7.5გ; კრემი-მალამო 30გ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ალდო-უნიონი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ფრამიცეტინი+ტრიამცინოლონი
ფორმა
მალამო
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი