ალბუციდი (სულფაცილი) წვეთები თვალის 20% 10მლ ფლაკონი #1
ალბუციდი (სულფაცილი) წვეთები თვალის 20% 10მლ ფლაკონი #1

ალბუციდი (სულფაცილი) წვეთები თვალის 20% 10მლ ფლაკონი #1

უკრაინა

ფარმაკი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
შემცველობა: აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის სულფაცეტამიდი 200 მგ/მლ; დამხმარე ნივთიერებები: პოლივინილის სპირტი 1.4%; ნატრიუმის თიოსულფატი 1.5 მგ/მლ; ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული 1.56 მგ/მლ; ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული 0.71 მგ/მლ; დინატრიუმის ედეტატი 0.01 მგ/მლ; ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.005%; საინექციო წყალი.

გამოყენების ჩვენებები
კონიუნქტივიტები, ბლეფარიტები, რქოვანას გარსის ჩირქოვანი წყლულები და სხვ. თვალების ინფექციური დაავადებები, გამოწვეული სულფანილამიდების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით; ტრაქომის კომპლექსური მკურნალობა.

უკუჩვენებები
ტოქსიკო-ალერგიული რეაქციები სულფანილამიდებზე.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ჩვენებების მიხედვით.

გვერდითი მოქმედება
ადგილობრივი გაღიზიანება, წვა, არასპეციფიური კონიუნქტივიტი, კონიუნქტივალური ჰიპერემია.

გამოყენების წესი და დოზები
ინსტილაციები თავიდან 1-2 წვეთი ყოველ 2-3 საათში. მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს. ტრაქპმის დროს – ინსტალაციები 2 წვეთი ყოველ 2 საათში.

ჭარბი დოზა
პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს, უნდა გაიზარდოს ინტერვალი თვალის წვეთების გამოყენებათა შორის ან შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ნოვოკაინთან და დიკაინთან ერთად გამოყენების დროს მცირდება პრეპარატის ბაქტერიოსტატული ეფექტი. ვერცხლის მარილებთან ერთად მისი გამოყენებისას აღინიშნება ნატრიუმის სულფაცილის შეუთავსებლობა.
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებში ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობით ფუროსემიდის, თიაზიდური დიურეზულების, სულფონილშარდოვანას ან კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების მიმართ შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა ნატრიუმის სულფაცეტამიდის მიმართ.

გაფრთხილებები
ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია: პრეპარატის მიმართ უგრძნობი მიკროორგანიზმების მომატება, სოკოების ჩათვლით; ბაქტერიული მდგრადობის განვითარება.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
შენახვა
ინახება 8-25რC ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმაკი
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
სულფაცილნატრიუმი
დოზა
20%
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი