აბუსალათინის ზეთი ხსნარი 50მლ ფლაკონი #1
აბუსალათინის ზეთი ხსნარი 50მლ ფლაკონი #1

აბუსალათინის ზეთი ხსნარი 50მლ ფლაკონი #1

უკრაინა

გალიჩფარმი

გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის შეკრულობების, მოწამვლების დროს.

პროდუქტის შესახებ

აბუსალათინის ზეთი ხსნარი 50მლ ფლაკონი

შემადგენლობა:

​აქტიური ნივთიერება: აბუსალათინის ზეთი.


ჩვენება:

აბუსალათინის ზეთი ინიშნება სხვადასხვა წარმოშობის შეკრულობების, მოწამვლების (ცხიმში ხსნადი ნივთიერებებით ინტოქსიკაციის გარდა) დროს.


უკუჩვენებები:

პრეპარატი უკუნაჩვენებია ცხიმში ხსნადი ქიმიური ნაერთებით (ფოსფორი, ბენზოლი, ფენოლი და სხვა) და ასევე ანტიჰელმინტური ცხიმში ხსნადი საშუალებებით მოწამვლისას; მუცლის ღრუში მწვავე ანთებითი პროცესების დროს (აპენდიციტი, პერიტონიტის და სხვ.); კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, წყლულოვანი კოლიტის დროს, ორსულობის პერიოდში; ხანდაზმულ პაციენტებში; საშვილოსნოდან სისხლდენების დროს; კახექსიის დროს.
პრეპარატი არ ენიშნება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს.
განსაკუთრებული მითითებანი: აბუსალათინის ზეთით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.



დოზირება:

საფაღარათო საშუალების სახით აბუსალათინის ზეთი გამოიყენება ძილის წინ.
უფროსები ღებულობენ 15-30 გრ-ს; 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები-5 გრ (1 ჩაის კოვზი), 5-დან 10 წლამდე-10 გრ (1 დესერტის კოვზი), 10 წელს ზემოთ-15 გრ მიღებაზე.
ჭარბი დოზირების დროს შეიძლება განვითარდეს ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს.


შესაძლო გვერდითი მოვლენები:

გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ნაწლავის ატონია.


შენახვა:

პრეპარატის ვარგისიანობის ვადა-5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გალიჩფარმი
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
აბუსალათინის ზეთი
ფორმა
ხსნარი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი