ბევრს უკვირს, რომ აკნეს, კანის სიწითლესა და გაღიზიანებას შეიძლება საფუძვლად ედოს ნაწლავების მდგომარეობა და კვებითი რეჟიმი. თუმცა თანამედროვე კვლევები ცხადყოფს, რომ კანი და კუჭ-ნაწლავი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული . ამ კავშირის სახელწოდებაა "Gut-Skin Axis" ანუ ნაწლავ-კანის ღერძი.
გაზაფხულზე, როდესაც ორგანიზმი ბუნებრივად იწყებს განახლების პროცესს და ადამიანი უფრო მსუბუქად იკვებება, ეს ცვლილება პოზიტიურად შეიძლება აისახოს კანის იერზეც. თუმცა თუ კვების რაციონი კვლავ მდიდარია გაჯერებული შაქრით, ცხიმით და გადამუშავებული პროდუქტებით, ნაწლავების ფუნქციონირება ფერხდება, რაც საბოლოოდ კანის ანთებასა და ცხიმიან პრობლემებში ვლინდება.
ნაწლავებში ბინადრობს მიკრობიოტა - მილიარდობით ბაქტერია, რომლებიც არეგულირებენ საჭმლის მონელებას, იმუნურ სისტემას და აუმჯობესებენ ორგანიზმის დეტოქს ფუნქციას. როდესაც მიკრობიოტას ბალანსი ირღვევა (მაგალითად არასწორი კვების, სტრესის ან ანტიბიოტიკების მიღების შედეგად), იმუნური სისტემა იწყებს ანთებით რეაქციებს, რომლებიც სისხლის მიმოქცევის მეშვეობით კანის ზედაპირზეც აისახება.
ასეთ დროს ხშირად ვამჩნევთ კანის ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა:
დასაწყებად საკმარისია ყურადღება მივაქციოთ, როგორ ვიკვებებით გაზაფხულზე. ხშირ შემთხვევაში, ზამთრის შემდეგ ორგანიზმი შაქარსა და მძიმე საკვებს მიჩვეულია, რაც აისახება ნაწლავების მუშაობაზე.
მომნელებელი სისტემის დარღვევები ხშირად იწვევს კანის რეაქციას სახის აქტიურ ზონებზე, როგორიცაა: ნიკაპი, შუბლი და ყვრიმალები, სადაც პირველად გამონაყარი და შემდეგ სიწითლე რჩება.
თუ ამ ეტაპზე არ მივმართავთკვებით კორექციას, კანის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვეცადოთ კანის შიგნიდან გაჯანსაღებას. კვების რაციონში სასურველია მოვუმატოთ ბოჭკოვან და პრობიოტიკებით მდიდარ პროდუქტებს - მაგალითად: ბოსტნეული, მარცვლეული და ხილი.
წყლის მიღებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია: დღე-ღამეში 1.5-2 ლიტრი წყალი ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების გამოდევნაში, რაც პირდაპირ აისახება კანის წმენდასა და ბზინვარებაზე.
ასევე სასურველია შემცირდეს შაქრისა და მარტივი ნახშირწყლების რაოდენობა რაციონში, ვინაიდან ისინი აძლიერებენ ანთებით პროცესებს, რაც თავის მხრივ იწვევს ფორების დაბინძურებას და ახალი გამონაყარის წარმოქმნას.
შიდა ბალანსის პარალელურად, გარე ზრუნვაც აუცილებელია. თუ კანი უკვე ცხიმიანობისკენ მიდრეკილია, აქვს გამონაყარი ან ტენიანობის დეფიციტი, საჭირო ხდება კონკრეტული მოვლის სტრატეგია. აქვე Eucerin-ის DermoPurifyer Oil Control ხაზი - სამეცნიეროდ შექმნილი პროდუქტები, რომლებიც სპეციალურად განკუთვნილია პრობლემური კანის დარეგულირებისთვის.
ეს ხაზი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს:
პროდუქტების აქტიური ინგრედიენტები (მაგალითად, სალიცილის მჟავა და ლიკოქალკონი A) ებრძვის ანთებას, წმენდს ფორებს და ამცირებს ცხიმის გამომუშავებას. შედეგად, კანი თანდათან ხდება უფრო სუფთა, გლუვი და ნაკლებად მიდრეკილი ახალი გამონაყარისკენ.
პოპულარული პროდუქტები ხაზიდან:
ნაზი დასაბანი გელი, რომელიც ეფექტურად აშორებს ჭუჭყს, მაკიაჟს და ზედმეტ ცხიმს ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე.
შემადგენლობა: ლიკოქალკონი A (ამშვიდებს ანთებას), ამფოტერული სურფაქტანტები (ნაზი წმენდა).
მსუბუქი ტექსტურის მქონე დღის კრემი, რომელიც 8 საათის განმავლობაში არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას და ამცირებს კანის ბრწყინვას.
შემადგენლობა: ლიკოქალკონი A, დეკანდიოლი (ბაქტერიების კონტროლისათვის), კარნიტინი (ცხიმის რეგულაცია).
ღამის აქტიური შრატი, რომელიც ამცირებს ანთებით კერებს, აუმჯობესებს კანის ტექსტურას და ფორების გამოხატულობას.
შემადგენლობა: გლიკოლის მჟავა, სალიცილის მჟავა, პოლიჰიდროქსი მჟავები.
ტონერი, რომელიც ღრმად წმენდს ფორებს და ამზადებს კანს მკურნალობის შემდეგ ეტაპზე. იდეალურია კომედონებისა და ცხიმის ჭარბი სეკრეციის შესამცირებლად.
შემადგენლობა: ლაქტიკური მჟავა, ალკოჰოლი.
კრემი მათთვის, ვინც გადის აკნეს სამკურნალო თერაპიას – იცავს კანს გამოშრობისგან, ამშვიდებს და აღადგენს ბარიერულ ფუნქციას.
შემადგენლობა: ლიკოქალკონი A, კერამიდები, გლიცერინი.
მხოლოდ კოსმეტიკური პროდუქტები საკმარისი არ არის კანის ჯანმრთელობისთვის. ნაწლავების ბალანსი, დეტოქსის პროცესები და სწორი კვება პირდაპირ აისახება კანის იერზე. ამასთან ერთად, თუ გარედან ვიყენებთ სწორად შერჩეულ და სამეცნიეროდ დადასტურებულ პროდუქტებს, შედეგი გაცილებით სწრაფად მოდის.
გაზაფხული ცვლილებების დროა - არა მხოლოდ ბუნებაში, არამედ საკუთარ თავში. დაიცავი შენი კანი შიგნიდან და გარედან - და ის აუცილებლად გიპასუხებს ბზინვარებით.