ეუცერინი - დერმოპური დამამშვიდებელი და დამატენიანებელი სახის კრემი გაღიზიანებული, კომბინირებული, ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის. აღადგენს ჰიდროლიპიდურ შრეს და აქრობს აკნეს მკურნალობისგან გამოწვეულ სიმშრალეს, დაჭიმულობას და დისკომფორტს. მომენტალურად ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, იცავს კანს გარემო გამღიზიანებლებისაგან, ქმნის დამცავ ფენას ხელახალი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, აქრობს ანთებით პროცესებს, აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვნების მოქმედებას და შთანთქავს ჭარბ ცხიმს.