
ბოლო წლებია, რაც ქოქოსის ზეთი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მზარდი ინტერესი შემთხვევითი სულაც არ არის და მისი ეფექტურობითაა განპირობებული. ზეთს სხვადასხვა დანიშნულება აქვს - კანსა და თმას ატენიანებს, ბზინვარებას მატებს და შესანიშნავია ყოველდღიური გამოყენებისთვის. გარდა ამისა, ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას და მეტიც, იდეალურია კერძების მოსამზადებლადაც.
ბუნებრივია, რომ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, აფთიაქებისა თუ მაღაზიების დახლებზე სხვადასხვა ბრენდის ქოქოსის ზეთი გაჩნდა. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ შეარჩიოთ საუკეთესო ვარიანტი.
კონკრეტულად, რაში გამოიყენება ქოქოსის ზეთი, რატომ არის სასარგებლო, რა უნდა გაითვალისწინოთ შენახვისას და როგორია პროდუქტის - ქოქოსის ზეთი ფარმადეპო ფასი და ხელმისაწვდომობა - ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციას ბლოგში გაეცნობით.
ქოქოსის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური და ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს უზრუნველყოფს. უნიკალური ცხიმოვანი მჟავები, ანტიოქსიდანტები და ანტიბაქტერიული თვისებები მას მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს კანისა და თმის მოვლის რუტინაში. ასევე, გამოიყენება იმუნიტეტისა და საჭმლის მონელების მხარდამჭერ საშუალებად. საინტერესო ფაქტია, რომ ის შესანიშნავია კერძების მოსამზადებლადაც.
ქოქოსის ზეთი გამდიდრებულია ლაურინის მჟავით, რომელიც ბაქტერიებს, სოკოსა და ვირუსებს ებრძვის. ამიტომაც, ეს ზეთი, როგორც კანის დამამშვიდებელი და ანტიბაქტერიული საშუალება, ხშირად გამოიყენება.
გარდა ამისა, მას კანის ღრმა დატენიანება, დამცავი ფენის აღდგენა, სიმშრალის გაქრობა და გაღიზიანების შემცირება შეუძლია. სწორედ ამიტომაც, მშრალი და პრობლემური კანისთვის იდეალური პროდუქტია.
ქოქოსის ზეთის კიდევ ერთი ფუნქცია თმის გაძლიერება, მისთვის ბზინვარების მინიჭება და დაზიანებული ღერების აღდგენაა. ამის გამო, გამოიყენება როგორც ნიღაბი ან თმის დამცავი შრატი.
ეს პროდუქტი ენერგიის წყაროა, რადგან ის MCT ცხიმებს შეიცავს, რომლებიც სწრაფად გარდაიქმნება ენერგიად, არ ილექება ცხიმის სახით, დაღლილობას ამცირებს და მეტაბოლიზმს აჩქარებს.
ქოქოსის ზეთს საჭმლის მონელების გაუმჯობესება შეუძლია. ის ცხიმების მონელებას ამარტივებს, ყაბზობის რისკსა და ნაწლავის გაღიზიანებას ამცირებს. სწორედ ამიტომ, სასარგებლოა მგრძნობიარე კუჭის მქონე ადამიანებისთვის.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გულის ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა აქვს. ლაურინის მჟავა „კარგი“ ქოლესტეროლის (HDL) დონეს ზრდის და ხელს უწყობს სისხლძარღვების ჯანმრთელობას.
ქოქოსის ზეთი სამზარეულოშიც იდეალურია - სწრაფად არ იწვება. შეგიძლიათ, რომ ის ბლინების, დესერტების მოსამზადებლად გამოიყენოთ.
მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბაზარზე სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქცია მოიპოვება. სწორედ ამიტომ, ხშირად მომხმარებლისთვის რთულია, არჩევანი გააკეთოს. ბუნებრივია, თქვენ შეიძლება არ იცოდეთ, რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რა ტექნოლოგიით დამზადებული ქოქოსის ზეთი სჯობს ან როგორი უნდა იყოს შეფუთვა. ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას სწორედ ახლა გაგაცნობთ.
არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, რის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოთ. პირველ რიგში, ამისთვის ეტიკეტის ამოკითხვა უნდა შეგეძლოთ.
პირველი კრიტერიუმი - თუ ეტიკეტზე კითხულობთ, 100% Pure / 100% Coconut Oil - ეს ნიშნავს, რომ პროდუქცია ქიმიურ ნივთიერებებს არ შეიცავს.
საუკეთესო ქოქოსის ზეთი აუცილებლად 100%-ით სუფთა უნდა იყოს. მოერიდეთ ზეთებს, რომელთა დამუშავებისას გამოყენებულია გამხსნელები, მაგალითად, ჰექსანი. ამიტომაც, ეტიკეტზე მსგავსი წარწერები ეძებეთ: Hexane-Free; 100% Pure Coconut Oil; No Additives; No Preservatives; ან Unblended / Not Mixed with Palm Oil. თუ ინგრედიენტების ჩამონათვალში, ქოქოსის ზეთის გარდა, რაიმეს დაინახავთ, ეს უკვე მინუსია.
მეორე კრიტერიუმი - ცივი დაწურვა. Cold-Pressed არის ყველაზე მაღალი ხარისხის ტექნოლოგიაა, რომელსაც პრემიუმ ბრენდები იყენებენ. ეს უზრუნველყოფს, რომ ზეთში ყველა ვიტამინი, ანტიოქსიდანტები, ცხიმოვანი მჟავები, ბუნებრივი სურნელი და კონსისტენცია შენარჩუნდეს. პროდუქტის ეტიკეტზე მოძებნეთ წარწერები: Cold-Pressed; Cold Extraction Method ან First Press.
მესამე კრიტერიუმი - Virgin ან Extra Virgin ნიშნავს, რომ ქოქოსის ზეთი თერმულად ან ქიმიურად დამუშავებული არ არის. სწორედ ეს იცავს პროდუქტის ნატურალურ სტრუქტურას, სასარგებლო მიკროელემენტებს, ნაზ არომატსა და ანტიბაქტერიულ თვისებებს. ამ კრიტერიუმზე მიგანიშნებთ ეტიკეტზე არსებული წარწერები: Virgin Coconut Oil, Extra Virgin ან Unrefined.
მეოთხე კრიტერიუმი - Organic / BIO. ეს ნიშნავს, რომ ნედლეული პესტიციდებისა და ქიმიკატების გარეშეა მოყვანილი, რაც პროდუქტის უსაფრთხოებასა და ხარისხს ზრდის. ეტიკეტზე შემდეგი წარწერები ეძებეთ: Organic, BIO, EU Organic Certification ან USDA Organic.
აქვე აღსანიშნავია, რომ სხვებთან შედარებით, ორგანული ზეთი უკეთესია როგორც კანისთვის, ისე საკვების მოსამზადებლად, რადგან ტოქსიკურ ნარჩენებს არ შეიცავს.
მეხუთე კრიტერიუმი - ხარისხიანი შეფუთვა. სწორედ ეს არის პროდუქტის დაცულობის გარანტია. ქოქოსის ზეთი მინის ქილაში ბევრად უკეთ ინახება. პლასტმასთან შედარებით, ეს მასალა პროდუქტს ოქსიდაციისგან იცავს, ბუნებრივ არომატსა და სტრუქტურას უნარჩუნებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ მას პლასტმასის სუნი ან ნაწილაკები არ გადაედება.
თუ შეფუთვაზე წერია Glass Jar, Amber Glass ან BPA-Free Packaging, ეს ნიშნავს, რომ მინის მასალაა გამოყენებული. გახსოვდეთ, რომ შეფუთვაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად კონკრეტული პროდუქტი.
აღსანიშნავია, რომ ყველა ამ კრიტერიუმს აერთიანებს COCONUTA-ს ქოქოსის ზეთი. ის მაღალი ხარისხითა და სანდოობით გამოირჩევა.
ეს ქოქოსის ზეთი არის პრემიუმ ხარისხის პროდუქტი, რომელიც დაბალ ტემპერატურაზე, ცივი დაწურვის მეთოდით მზადდება. სწორედ ეს უზრუნველყოფს ყველა აქტიური ნივთიერების, მათ შორის, ლაურინის მჟავას შენარჩუნებას.
ზეთი მსუბუქი ტექსტურითა და მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა. ის 100%-ით ორგანულია და არ შეიცავს: პალმის ზეთს, კონსერვანტებს, არომატიზატორებს, ტრანსცხიმებს, ქიმიურ დანამატებსა და ხელოვნურ ფერებს. ეს პროდუქტი იდეალურია, თუ ნატურალურ და უსაფრთხო ქოქოსის ზეთს ეძებთ.
აღსანიშნავია, რომ COCONUTA მდიდარია ლაურინის მჟავით, რომელიც ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედებით ხასიათდება. ასევე, მის შემადგენლობაშია MCT ცხიმები (Medium Chain Triglycerides) - ისინი ენერგიის წყარო არიან და ხელს უწყობენ მსუბუქ მონელებას. მირისტინის მჟავა კი, კანის ბარიერს აძლიერებს. კაპრიული და კაპრინის მჟავები სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევიან, ხოლო ვიტამინი E (ტოკოფეროლი) ძლიერი ანტიოქსიდანტი გახლავთ.
სწორედ ეს ცხიმოვანი მჟავები განაპირობებს ქოქოსის ზეთის უნიკალურ თვისებებს.
რაც შეეხება, დამზადების ეტაპებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცივი დაწურვის ტექნოლოგია ქოქოსის ზეთის წარმოების ყველაზე მაღალ სტანდარტად ითვლება.
თავდაპირველად, ირჩევა ნედლეული - ქოქოსი, რომელიც ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების გარეშეა მოყვანილი. ამის შემდეგ, მას რბილობს აცლიან და დაბალ ტემპერატურაზე აშრობენ.
მომდევნო ეტაპი ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ცივი დაწურვა. რბილობი 40°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე იწურება. ამ დროს, არ გამოიყენება დამატებით ტემპერატურა, ქიმიკატები, გამხსნელები ან რაფინირება. სწორედ ამიტომ, საბოლოო პროდუქტი ვიტამინებს, ფერს, სურნელსა და ანტიოქსიდანტურ თვისებებს სრულად ინარჩუნებს.
შემდეგი ეტაპია ფილტრაცია, რის შედეგადაც ბუნებრივი სისუფთავე, არომატი და ტექსტურა ნარჩუნდება. ბოლოს კი, პროდუქტი იფუთება და დახლებზე ხვდება.
ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პროდუქცია ლიცენზირებულ აფთიაქში იყიდოთ. ხშირად, სწორედ ესაა ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტია.
აღსანიშნავია, რომ COCONUTA-ს ქოქოსის ზეთი საქართველოში ხელმისაწვდომია და მისი შეძენა სააფთიაქო ქსელ ფარმადეპოშია შესაძლებელი. მარაგების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ ვებ გვერდზე გაეცნოთ. ასევე, თუ გაინტერესებთ, პროდუქტის - ქოქოსის ზეთი ფარმადეპო ფასი, აფთიაქში უნდა იკითხოთ ან საიტს ესტუმროთ.
უნდა იცოდეთ, რომ მისი ღირებულება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით განისაზღვრება და შეიძლება ცვალებადი იყოს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანი კრიტერიუმია პროდუქციის ხარისხი და მისი დამზადების ტექნოლოგია. ასევე, ეს ქოქოსის ზეთი იმპორტირებულია, რაც დამატებითი ხარჯია. ფარმადეპო ის აფთიაქია, რომელიც მომხმარებელს აქციებითა და შეთავაზებებით ხშირად ანებრივრებს. ამიტომაც, ქოქოსის ზეთი ფასი შესაძლოა, ამაზეც იყოს დამოკიდებული.
თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ ქოქოსის ზეთი გამძლე და სტაბილური პროდუქტია. მიუხედავად ამისა, მისი სწორი შენახვა აუცილებელია, რათა სურნელი, სტრუქტურა და თვისებები არ დაკარგოს.
აუცილებელია, რომ ის გრილ, მშრალ და ბნელ ადგილას შეინახოთ. ვინაიდან, ზეთი ტემპერატურისა და სინათლის მიმართ მგრძნობიარეა. ამიტომაც, მის შესანახად რეკომენდებულია მზის პირდაპირი სხივებისგან დაცული ადგილი, დახურული თარო ან კარადის ბნელი ნაწილი გამოიყენოთ.
გარდა ამისა, პროდუქტი ტენიანობასაც მოარიდეთ. არ შეინახოთ აბაზანაში ან სველ სივრცეებში.
გაითვალისწინეთ, რომ ყოველი გამოყენების შემდეგ ქილა აუცილებლად უნდა დახუროთ. ეს საჭიროა, რადგან ღია ქილაში შესაძლოა მტვერმა, ტენიანობამ და ბაქტერიებმა შეაღწიოს.
ზეთს სველი ან ბინძური ხელებით არ შეეხოთ - ამან შეიძლება პროდუქტის დაბინძურება და ტექსტურის დაზიანება გამოიწვიოს.
ასევე, გახსოვდეთ, რომ ტექსტურის ცვლილება ნორმალურია. ქოქოსის ზეთი 20–24°C-ზე მყარდება, ხოლო 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე თხევადი ხდება. ეს ბუნებრივი ციკლია და არ ნიშნავს, რომ პროდუქტი გაფუჭდა.
ჩვეულებრივ, ქოქოსის ზეთი 2 წლამდე ინახება, მაგრამ ვარგისიანობის ვადა ყოველთვის უნდა შემოწმდეს. უმჯობესია, რომ გახსნილი ქილა პირველი 6-12 თვის განმავლობაში გამოიყენოთ.
სწორედ ეს წესები უზრუნველყოფს, რომ ქოქოსის ზეთმა ხარისხი, სურნელი, ტექსტურა და სასარგებლო თვისებები მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნოს.