ქოქოსის ზეთი ეფექტურად ატენიანებს კანსა და თმას, აძლევს სირბილესა და ბზინვარებას, იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის.
100% ორგანული ქოქოსის ზეთი (Virgin Coconut Oil).
არ შეიცავს: პალმის ზეთს, ტრანსცხიმებს, ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს, არომატიზატორებს, ხელოვნურ ფერებს.
ქოქოსის ზეთი მზადდება დაბალ ტემპერატურაზე, ცივი დაწურვის მეთოდით, რაც უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხსა და სისუფთავეს.
ეს პროცესი ინარჩუნებს ყველა აქტიურ ნივთიერებას, მათ შორის ლაურინის მჟავას. ზეთი არ არის მოტკეცილი, გამოირჩევა მსუბუქი ტექსტურითა და მაღალი კვებითი ღირებულებით.
ენერგეტიკული ღირებულება: ~900 კკალ
ცხიმები: ~100გ
გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები: ~90%
ლაურინის მჟავა: ~50%
მირისტინის მჟავა: ~17%
კაპრილის და კაპრის მჟავები: ~10%
ნახშირწყლები: 0გ
ცილები: 0გ
შაქარი: 0გ
ნატურალური ანტიოქსიდანტები
კანის მოვლისთვის – ღრმად ატენიანებს, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და ინარჩუნებს სიჯანსაღეს. ასევე შესანიშნავია მაკიაჟის მოსაშორებლად.
თმის მოვლისთვის – აჯანსაღებს დაზიანებულ ბოლოებს, მატებს ბზინვარებას, ამშვიდებს თავის კანს და ბუნებრივი კონდიცირების ეფექტს ქმნის.
შეიძლება გამოყენება ექიმის რეკომენდაციით, რადგან ქოქოსის ზეთი უსაფრთხო და ბუნებრივი დამარბილებელი საშუალებაა.
იდეალურია საკვების შესაწვავად და კარაქის ბუნებრივ ალტერნატივად. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბლინებში, დესერტებში, თბილ და ცივ კერძებში.
შეინახეთ მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ, ბნელ და გრილ ოთახში.
ზამთარში ზეთი ბუნებრივად მყარდება — ეს მის ხარისხზე არ აისახება. გასადნობად საჭიროა მხოლოდ ოთახის ტემპერატურა.