
აუგმენტინი 1000 მგ ბაქტერიოციდული ანტიბიოტიკია, რომელიც სხვადასხვა სახის ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება. მის შემადგენლობაში ორი აქტიური ნვთიერებაა - ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატი) და კლავულანის მჟავა (კალიუმის მარილი). გარდა ამისა, შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს შეიცავს: კოლოიდური სილიკა, კარტოფილის ნატრიუმის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა 5, ჰიპრომელოზა 15, მაკროგოლი 4000, მაკროგოლი 6000, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171) და დიმეთიკონი.
მასში შემავალი კომპონენტების საშუალებით, აუგმენტინი ტაბლეტი 1000 მგ ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს ეფექტურად ანადგურებს.
აუგმენტინის შემადგენლობაში არსებული კლავულანის მჟავა იმ ბაქტერიების წინააღმდეგობას ანეიტრალებს, რომელბიც სხვა შემთხვევაში ამოქსიცილინის მიმართ რეზისტენტულები იქნებოდნენ. სწორედ ამ მიზეზის გამო, აუგმენტინი უფრო ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, ვიდრე თავად ამოქსიცილინი.
აღსანიშნავია, რომ პრეპარატს გამოყენების ფართო სპექტრი აქვს. მისი მიღება შეუძლიათ როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს. წამლის ზუსტ დოზას ექიმი, პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე, განსაზღვრავს.
რა ღირს აუგმენტინი? - ფასი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის, დოზაზე, სეზონურობაზე, ინფლაციაზე, სააფთიაქო ქსელში მიმდინარე აქციებსა და სხვა ობიექტურ მიზეზებზე. სწორედ ამიტომ, შეუძლებელია, რომ ღირებულება კონკრეტულად ითქვას. თუ უნდა იყიდოთ აუგმენტინი, ფასი აფთიაქში ან ონლაინ შეგიძლიათ დააზუსტოთ.
აუგმენტინი 1000 მგ ინფექციების სამკურნალო ეფექტური ანტიბიოტიკი გახლავთ. მისი გამოყენება სხვადასხვა ინფექციის დროსაა შესაძლებელი. უფრო კონკრეტულად, ის შემდეგ შემთხვევებში გამოიყენება:
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები - მათ შორის შეიძლება იყოს ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები. მაგალითად ისეთები, როგორცაა, სინუსიტი, ოტიტი, ტონზილიტი და სხვა.
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები - აუგმენტინი 1000 მგ გამოიყენება ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების, ბრონქოპნევმონიისა და სხვა მსგავსი შემთხვევების დროს.
მედიკამენტი ეფექტურია შარდ-სასქესო სისტემის ინფექციების ცისტიტის, ურეთრიტისა და პიელონეფრიტის სამკურნალოდ.
აუგმენტინი კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროსაც აქტიურად ინიშნება. ის გამოიყენება ფურუნკულების, აბსცესების, ცელულიტისა და ჭრილობის ინფექციების სამკურნალოდ.
მედიკამენტია ეფექტურია ძვლებისა და სახსრების ინფექციებისა თუ სახის ინფექციების დროს. მაგალითად, აუგმენტინს, ექიმის დანიშნულებით, იღებენ ის პაციენტები, რომელთაც სეფსისური აბორტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი ან მუცლის ღრუს სეფსისი განუვითარდათ.
მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ მიიღოთ აუგმენტინი სწორად. ტაბლები, წყალთან ერთად, მთლიანად, დაუღეჭავად უნდა გადაყლაპოთ. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, რომ აბი შუაზე გაყოთ და ორ ნაწილად დალიოთ. რეკომენდებულია, რომ ის ჭამის დაწყებისას მიიღოთ. აუცილებელია გარკვეული ინტერვალის დაცვაც. რაც იმაში გამოიხატება, რომ დღის განმავლობაში, სანამ მეორე აბს დალევთ, მინიმუმ 4 საათი უნდა იყოს გასული. აღსანიშნავია, რომ ორი დოზის ერთდროულად მიღება არ შეიძლება.
ასევე, აუგმენტინის დალევა მხოლოდ 2 კვირაა რეკომენდებული. 14 დღის გასვლის შემდეგ, შედეგი ექიმმა უნდა შეაფასოს და მკურნალობა მისი მითითებით უნდა გაგრძელდეს.
რაც შეეხება კონკრეტულად დოზირებას, ამას, როგორც წესი, ექიმი განსაზღვრავს. თუმცა, კონკრეტული მითითებების ამოკითხვა წამლის ანოტაციაშიც შესაძლებელია.
მოზრდილები და ბავშვები 40 კილოგრამი და ზევით: თერაპიული დოზა განისაზღვრება 1 აბით, ორჯერ დღეში, ხოლო მაღალი დოზა არის 1 აბი სამჯერ დღეში.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში აუგმენტინის პერორალური სუსპენზია გამოიყენება. თუ ბავშვი 40 კილოგრამამდეა, აუგმენტინის მიღებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს.
აქვე აღსანიშნავია კიდევ ერთი შემთხვევა. თუკი პაციენტს თირკმლის დაავადებები აქვს, დოზირება შეიძლება შეიცვალოს. ასევე, საყურადღებოა თუ პაციენტს ღვიძლის დაავადებები აქვს. ამ შემთხვევაში, საჭიროა სისხლის ანალიზის ხშირად ჩატარება. ასე ღვიძლის ფუნქციონირება განისაზღვრება. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა თვითნებური გადაწყვეტილებები არ მიიღოს და ექიმის რეკომენდაციებს მიჰყვეს.
თუ აუგმენტინი 1000 მგ-იანი ტაბლეტი იმაზე მეტი მიიღეთ, ვიდრე უნდა მიგეღოთ, შესაძლოა არასასურველი რეაქცია გამოიწვიოს. ამ დროს, შეიძლება აღგენიშნებოდეთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კუჭის გაღიზიანება - გულისრევა, ღებინება ან დიარეა; კრუნჩხვები - გონების დაკარგვით ან მის გარეშე. ასეთ დროს, აუცილებლად ექიმს მიმართეთ და თან წაიღეთ წამლის შეფუთვა, რათა მან ზუსტად იცოდეს რა დალიეთ.
როგორც კი გაგახსენდებათ, წამალი მაშინვე დალიეთ. ამ შემთხევაშიც ინტერვალია გასათვალისწინებელი. მომდევნო დოზა 4 საათზე ნაკლებ დროში არ მიიღოთ. ასევე, გამოტოვებულის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.
პრეპარატის მიღება მკურნალობის კურსის დასრულებამდე გაგრძელეთ. ასე მოიქეცით მაშინაც, თუ თავს უკვე უკეთ გრძნობთ. თქვენს ორგანიზმს თითოეული დოზა სჭირდება, რათა ინფექციის დამარცხება შეძლოს. თუ ისე მოხდა, რომ ზოგიერთი ბაქტერია მაინც გადარჩა, შეიძლება ინფექცია დაგიბრუნდეთ.
როგორც ყველა წამალს, აუგმენტინსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი მათ ყურადღებით გაეცნოს და საჭიროების შემთხვევაში, ექიმს მიმართოს.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე; სისხლძარღვების ანთება - წითელი ან იისფერი ლაქები; ცხელება, სახსრების ტკივილი, ასევე კისერში, იღლიაში ან საზარდულში ლიმფური ჯირკვლების გადიდება; შეშუპება - სუნთქვის გაძნელება; გონების დაკარგვა; გულმკერდის ტკივილი ალერგიული რეაქციის დროს.
მსხვილი ნაწლავის ანთება: აუგმენტინმა შეიძლება დიარეა გამოიწვიოს, რომელსაც ხშირად სისხლი და ლორწო ახლავს. არის მუცლის ტკივილისა და ცხელების შემთხვევებიც.
წამლით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი, რომელიც გრძელვადიანი ღებინებით ხასიათდება, ძირითადად ბავშვებში გვხვდება. მას თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, სისუსტე, დიარეა და დაბალი არტერიული წნევა.
გარდა ამისა, ძალიან იშვიათად შემდეგი სახის ჩივილები შეიძლება გამოვლინდეს: ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი); სიყვითლე; თირკმლის მილაკების ანთება; სისხლის შედედების შეფერხება; ჰიპერაქტიურობა; კრუნჩხვები.
ანალიზებით გამოვლენილი გვერდითი მოვლენებია სისხლის თეთრი უჯრედების მძიმე დაქვეითება; წითელი უჯრედების დაქვეითება და შარდში კრისტალების წარმოქმნა, რაც თირკმლის მწვავე დაზიანებას იწვევს.
ნებისმიერი წამლის, მათ შორის, ანტიბიოტიკის სწორად გამოყენება მნიშვნელოვანია. ეს თავიდან აგარიდებთ შესაძლო გართულებებსა და სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ აუგმენტინი 1000 მგ აფთიაქებიდან მხოლოდ ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა. შესაბამისად, ის თვითნებურად არ უნდა მიიღოთ და ექიმის დანიშნულებას უნდა მიჰყვეთ.
აუგმენტინის მიღების წესი დაიცავით - ტაბლეტი წყალთან ერთად, ჭამის დაწყებისას დალიეთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ასე კუჭის გაღიზიანების რისკი დაბალია.
აბი მთლიანად გადაყლაპეთ - ის არ უნდა დაღეჭოთ. შესააძლებელია, რომ შუაზე გაყოთ და ორ ნაწილად დალიოთ, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ დაღეჭოთ.
დოზებს შორის ინტერვალი დაიცავით - არ მიიღოთ წამლის მეორე დოზა 4 საათზე ნაკლებ დროში.
მნიშვნელოვანია, რომ დოზები არ გააორმაგოთ და არც გააცდინოთ. მაგალითად, თუ წამლის დალევა დაგავიწყდათ, ერთიანად ორმაგი დოზის დალევა დაუშვებელია.
ეფექტურ მკურნალობაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს კურსის ბოლომდე დასრულებას. ამიტომაც, აუგმენტინის მიღება თვითნებურად მაშინაც კი არ შეწყვიტოთ, თუ თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ. ეს გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს.
გვერდით ეფექტებს დააკვირდით - თუ ალერგიული რეაქციები, ღებინება, თავბრუსხვევა ან სხვა გვერდითი მოვლენები აღგენიშნებათ, ექიმს დაუყოვნებლივ მიმართეთ.
ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, მკურნალობის კურსის ეფექტუობა მაქსიმალურ ნიშნულზე ავა. ამიტომაც, უმჯობესია, რომ პაციენტმა აუგმენტინი ტაბლეტი 1000 მგ ყველა რჩევის დაცვით მიიღოს.