ზაფხული მოგზაურობებით, ახალი გემოებითა და თავგადასავლებითაა სავსე, თუმცა ამ სეზონს ხშირად ახლავს კუჭ-ნაწლავის პრობლემებიც. ფარმადეპოსთვის, როგორც მომხმარებელზე მზრუნველი აფთიაქისთვის, პრიორიტეტია თქვენი ჯანმრთელობა და კომფორტული მგზავრობის უზრუნველყოფა. სპეციალურად ზაფხულის სეზონისთვის ფარმადეპომ მოამზადა განსაკუთრებული შეთავაზებები გასტროენტეროლოგიურ პროდუქტებზე იმისათვის, რომ დისკომფორტი არ გახდეს თქვენი ზაფხულის ნაწილი.
ზაფხულის სიცხე, არარეგულარული კვება, ქუჩის საკვები და დაბინძურებული წყალი ხშირად იწვევს კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემებს. ეს პერიოდი განსაკუთრებით „მოწამვლის სეზონია“, თუმცა ხშირია სხვა პრობლემებიც:
მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას პროდუქტებზე, განსაკუთრებით ხორცზე,
რძეზე, კვერცხსა და მზა საკვებზე. მოწამვლა იწვევს გულისრევას, ღებინებას, დიარეას და ზოგად სისუსტეს.
როგორ ავიცილოთ თავიდან:
საკვებით მოწამვლის ან ნაწლავური ინფექციის სიმპტომების დროს ხშირად საჭირო ხდება მედიკამენტური ჩარევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიარეა გახანგრძლივებულია და სითხის დიდი რაოდენობა იკარგება. მწვავე ინფექციებისა და ინტოქსიკაციის დროს გამოიყენეთ ენტეროსგელი, რომელიც შთანთქავს და გამოდევნის ტოქსინებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბაქტერიული ინფექციის შემთხვევებში ეფექტურია ენტეროფურილი, ანტიმიკრობული საშუალება, რომელიც ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას და აჩერებს ბაქტერიულ გამრავლებას. სითხისა და მინერალების დანაკარგისას აუცილებელია ორგანიზმისთვის საჭირო სითხე აღვიდგინოთ ელექტროლიტებით. ის ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ აღდგენას და გაუწყლოების თავიდან აცილებას. დაზიანებული ნაწლავური ფლორის აღსადგენად კი სასურველია ულტრაბიოტიკის ან ბენეს ენტერო კაფსულების მიღება. ეს პრობიოტიკები ასტიმულირებენ სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და ამცირებენ ნაწლავური დისკომფორტის რისკს.
ზაფხულში განსაკუთრებით აქტიურდება ნაწლავის ვირუსები და ბაქტერიები (როგორიცაა ე.კოლი, სალმონელა, შიგელა). ინფიცირება ხშირად ხდება დაბინძურებული წყლით ან დაუბანელი ხელებით.
დაცვა:
გადამდები ინფექციების და საკვების საშუალებით გავრცელებული ბაქტერიების დროს, ეფექტური მკურნალობა იწყება სწორად შერჩეული საშუალებებით. კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებისა და ინტოქსიკაციის დროს შთანთქმელი პრეპარატები, როგორიცაა ენტეროსგელი, ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების სწრაფად გამოდევნაში. თუ პრობლემა გამოწვეულია ბაქტერიებით, მნიშვნელოვანია ანტიბაქტერიული მოქმედების პრეპარატი მაგალითად, ენტეროფურილი, რომელიც ეფექტურად აჩერებს დიარეას.
დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სითხის დაბალანსება. ამისთვის გამოიყენეთ ბენეს ელექტროლიტი, რომელიც ადვილად შეიწოვება და სწრაფად აღადგენს ძალებს. გარდა ამისა, ვირუსის ან ანტიბიოტიკების შედეგად დაზიანებული ნაწლავური ფლორის აღსადგენად რეკომენდებულია ულტრაბიოტიკის ან ბენეს ენტერო კაფსულების გამოყენება. ეს პრობიოტიკები იცავენ კუჭ-ნაწლავის სისტემას და ამცირებენ შემდგომი გართულებების რისკს.
საშინელი სიცხის ფონზე ხშირად ვიცვლით კვების რეჟიმს, ვიღებთ ბევრ ცივ ან მჟავე პროდუქტს (გაზიანი სასმელები, ლიმონათი, ფორთოხლის წვენი), რაც ხელს უწყობს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას.
რჩევები:
• არ გამოტოვოთ ძირითადი კვება.
• ცივი და მჟავე პროდუქტები მიირთვით ზომიერად
• საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ გასტროენტეროლოგს.
ბევრმა მოგზაურობამ ან ანტიბიოტიკების თვითნებურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავური მიკროფლორის დარღვევა. ზაფხულში ეს განსაკუთრებით ხშირია.
• მოიხმარეთ პრობიოტიკები (დამატებით ან ბუნებრივად — იოგურტით, მაწონით).
• შეამცირეთ მძიმე საკვები, რომელიც იწვევს დუღილსა და გაზების დაგროვებას.
როდესაც ორგანიზმის ბალანსი ირღვევა, ხშირია შებერილობა, დისკომფორტი და საჭმლის მონელების დარღვევა. ნაწლავური ფლორის აღსადგენად რეკომენდებულია ულტრაბიოტიკის ექუილიბრეს კაფსულები. მისი ფორმულა წინააღმდეგობას უწევენ კუჭის მჟავიანობას და ნაღვლის მარილებს, აღწევენ ნაწლავში და უზრუნველყოფს ფლორის ბალანსს. შებერილობისა და მუცლის სპაზმების შესამსუბუქებლად კი ეფექტურია ფლატოლის კაფსულები, რომელიც ამშვიდებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ამარტივებს მონელებას და ამცირებს დისკომფორტს.
ასევე ხშირია ზაფხულში - მოგზაურობასთან დაკავშირებით, საკვების მიღების, აგდილმდებარეობის შეცვლის, ძილ-ღვიძილის პერიოდში ცვლილებების გამო ნაწლავთა მოქმედების პრობლემა-ყაბზობა (შეკრულობა)
• პირველ რიგში, რეკომენდებულია წყლის მიღება,(სხვა სახის სასმელები წყალს ვერ ცვლის).
• რეკომენდებულია ძილის მოწესრიგება
• კვების ჯერადობა მინიმუმ 3-4 ჯერ დღის განმავლობაში
• ხილით და ბოსტნეულით გაჯერებული კვება
• ზომიერი ფიზიკური აქტივობა
• ნაწლავთა მოქმედების გააქტიურებისთვის - დამხმარე საშუალებები (უჯრედისი, მაკროგოლი, კომბინირებული პრეპარატები)
რეკომენდაციებთან ერთად შეგიძლიათ მედიკამენტებიც დაიხმაროთ:
ულტრატრანსიტი, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ ექსტრაქტებზე დაფუძნებულ მედიკამენტს. მისი შემადგენლობა უზრუნველყოფს ნაწლავის პერისტალტიკას და ხელს უწყობს მის დაცლას, ასევე ხელს უშლის შეკრულობას.
ყაბზობის ფონზე ნაწლავის მიკროფლორაც ხშირად ირღვევა, რაც იწვევს დისკომფორტს, შებერილობას ან მონელების დარღვევას. ასეთ შემთხვევებში ეფექტურია ბენე ბიფლორაკი. იგი შეიცავს 5 მილიარდ სასარგებლო ბაქტერიას, რომლებიც ზემოქმედებენ როგორც წვრილ, ისე მსხვილ ნაწლავზე. ამასთან ერთად, ბენეს ფორმულაში არსებული პრებიოტიკები ხელს უწყობენ სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას, რაც აუმჯობესებს მონელებას და ამცირებს ნაწლავური პრობლემების რისკს.
ბენე ბიფლორაკი რეკომენდებულია როგორც ყაბზობის, ასევე მონელების დარღვევის, შებერილობისა და ანტიბიოტიკების შემდეგი აღდგენითი ეტაპისთვის.
გასტროენტეროლოგები გვირჩევენ ზაფხულის პერიოდში უყურადღებოდ არ დავტოვოთ კუჭ-ნაწლავის მსუბუქი ჩივილებიც კი, რადგან მათ უკან შეიძლება სერიოზული პრობლემა იმალებოდეს. რეგულარული ჰიგიენა, უსაფრთხო კვება და საკვების მიმართ ყურადღება — ესაა გასაღები ჯანსაღ ზაფხულთან.