ქავილი, ცემინება, სურდო, ცრემლდენა ან კანის გამონაყარი - ეს ალერგიის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას დროებით ან სეზონურად ართულებს. ხშირად ეს სიმპტომები მოულოდნელად ჩნდება გაზაფხულის მტვრიან დღეებში, ზოგჯერ კი - საკვების, მედიკამენტის ან კოსმეტიკის გამოყენების შემდეგ. ალერგიული რეაქციები სხვადასხვაგვარად ვლინდება და მიუხედავად მათი გამომწვევი მიზეზისა, მთავარია მივიღოთ სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო შედეგი. სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს ფენისტილი — თანამედროვე ანტიჰისტამინური საშუალება, რომელიც განკუთვნილია როგორც ადგილობრივი, ისე სისტემური სიმპტომების მოსახსნელად.
როდესაც ალერგია კანის ზედაპირზე ვლინდება – იქნება ეს ქავილი, გამონაყარი, წვა, სიწითლე თუ მწერის ნაკბენის შემდგომი გაღიზიანება, პირველ რიგში გვჭირდება ადგილობრივი, სწრაფი და უსაფრთხო დახმარება. სწორედ ასეთ შემთხვევაშია ფენისტილის გელი ეფექტური მედიკამენტი. მისი ძირითადი მოქმედი ნივთიერება, დიმეთინდენი ბლოკავს ჰისტამინის (ალერგიის გამომწვევი) რეცეპტორებს კანზე, რაც ხელს უწყობს ალერგიული სიმპტომების შემცირებას და სწრაფად ამცირებს ქავილს, გაღიზიანებასა და ანთებას.
ფენისტილის გელი რეკომენდებულია:
ჭინჭრის ციების, ალერგიული გამონაყარის და ქავილის დროს
საკვებისმიერი ან წამლისმიერი ალერგიის კანის სიმპტომებისას
მწერის ნაკბენისა და მზეზე გადამეტებული ზემოქმედების შემდეგ
ზედაპირული დამწვრობების ან მზისგან დაზიანების შემთხვევაში
გელი მსუბუქად ისმევა, არ აცხიმიანებს კანს და სწრაფად შეიწოვება. მისი გამოყენება შესაძლებელია დღეში 2-დან 4-ჯერ დაზიანებულ კანის მონაკვეთზე, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ შვებას.
ფენისტილის წვეთები ეფექტური არჩევანია სხვადასხვა ტიპის ალერგიული რეაქციების მკურნალობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა საჭიროა სისტემური მოქმედება. პრეპარატი გამოიყენება წამლისმიერი და საკვებისმიერი ალერგიის, კანის სხვადასხვა წარმოშობის ქავილის, გამონაყარით მიმდინარე ალერგიული დაავადებებისა და მწერის ნაკბენის შემთხვევაში.
მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დღიური დოზაა 60–120 წვეთი, რაც ნაწილდება სამ მიღებაზე. ძილიანობისკენ მიდრეკილი პაციენტებისთვის მიზანშეწონილია დოზის დიდი ნაწილი (მაგ. 40 წვეთი) მიეღოთ საღამოს, ხოლო 20 წვეთი – დილით. 1 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზირება განსაზღვრულია ასაკის შესაბამისად და მიიღება დღეში 3-ჯერ.
წვეთებს სასიამოვნო გემო აქვს და მისი მიღება შეიძლება ჩაის კოვზით ან საკვებთან შერევით უშუალოდ ჭამის წინ. გამოყენებისას მნიშვნელოვანია, პრეპარატი არ აღმოჩნდეს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ. ფენისტილის წვეთები წარმოადგენს მოსახერხებელ, ეფექტურ და სწრაფ საშუალებას ალერგიული სიმპტომების შესამსუბუქებლად, სხვადასხვა ასაკის პაციენტისთვის.
ალერგია ხშირად მოულოდნელად და სხვადასხვა ფორმით იჩენს თავს- იქნება ეს კანის გაღიზიანება, ქავილი, ცემინება თუ სურდო. ასეთ დროს მნიშვნელოვანია მოვახდინოთ სწრაფი რეაგირება და შევარჩიოთ სანდო და ეფექტური მოქმედების მქონე საშუალება. ფენისტილი სწორედ ის თანამედროვე ანტიჰისტამინური პრეპარატია, რომელიც გვთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე სისტემურ შვებას ალერგიული რეაქციებისას. ფენისტილის გელი ეფექტურად ამშვიდებს კანის გაღიზიანებას, ხოლო წვეთები მოქმედებს ორგანიზმში გავრცელებული ალერგიული სიმპტომების წინააღმდეგ. ეფექტურობის, მოხერხებულობისა და უსაფრთხოების გამო, ფენისტილი ხშირად ხდება პირველი არჩევანი ალერგიის სწრაფი მართვისთვის.