Wavegan Solution 10% 100ml
Wavegan Solution 10% 100ml

Wavegan Solution 10% 100ml

ინდოეთი

ნანც მედი
About Product
ვავეგანი

შემადგენლობა:
პოვიდონ-იოდი USP 10% w/w;
(იოდის შემცველობა 1% w/w)

გამოყენების ჩვენებები
•ჭრილობის ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა ქირურგიაში, ტრამვატოლოგიაში, კომბუსტიოლოგიაში, სტომატოლოგიაში;
•კანის ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების მკურნალობა, სუპერინფექციის პროფილაქტიკა დერმატოლოგიურ პრაქტიკაში;
•ნაწოლების, ტროფიკული წყლულების, დიაბეტური ტერფის მკურნალობა;
•პაციენტების კანისა და ლორწოვანი გარსების დეზინფექცია ოპერაციისთვის, ინვაზიური კვლევებისთვის (პუნქცია, ბიოფსია, ინექციები და ა.შ.) მომზადებისას;
•კანის დეზინფექცია დრენაჟების, კათეტერების, ზონდების გარშემო;
•პირის ღრუს დეზინფექცია სტომატოლოგიური ოპერაციების დროს;
•სამშობიარო არხების დეზინფექცია; „მცირე“ გინეკოლოგიური ოპერაციების ჩატარებისას (ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა, საშვილოსნოსშიდა სპირალის (სშს) შეყვანა, ეროზიისა და პოლიპის კოაგულაცია და ა.შ.).

გამოყენების მეთოდი და დოზირება:
გარეგანი გამოყენებისათვის.
კანის დასამუშავებლად გამოიყენება განუზავებელი სახით, შესაზელად, ჩამოსაბანად ან სველი კომპრესის სახით. სადრენაჟო სისტემებში გამოსაყენებლად 10%-იანი ხსნარს აზავებენ 10-100-ჯერ. თუ მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან სიმპტომები უარესდება, ან ჩნდება ახალი სიმპტომები, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატი გამოიყენეთ მხოლოდ იმ ჩვენებების, გამოყენების მეთოდისა და დოზირების შესაბამისად, რაც მითითებულია გამოყენების ინსტრუქციაში.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება გაყინვა.
Show More
More Info
Brand
ნანც მედი
Country
ინდოეთი
Generic
povidone iodine
Dose
10%
Form
ხსნარი გარეგანი
Quantity
1
Volume
100მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page