თერაპიული ჩვენება: ტკივილის გარეგანი, დამხმარე სიმპტომური მკურნალობა, შემდეგი მდგომარეობების დროს: - მტკივნეული მდგომარეობები მწვავე დაჟეჟილობის, ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული სახსრების დაჭიმვის და დეფორმაციის გამო, მაგალითად, გამოწვეული სპორტული ტრავმებით. - სახსარგარე რბილი ქსოვილების (სასახსრე ჩანთა, მყესები, იოგები და სახსრის კაფსულა) მტკივნეული მდგომარეობა გონართროზის დროს.
სანტაფენამატი გამოიყენება 3-ჯერ დღე-ღამეში. მტკივნეული ადგილის ზომის მიხედვით, 10სმ ზოლი (3გ გელის და 15მგ ეტოფენამატის ექვივალენტი) საკმარისი იქნება. ბლაგვი ტრავმის დროს მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 9გ გელი, 450მგ ეტოფენამატის ექვივალენტი. ბლაგვი ტრავმის დროს (სპორტული დაზიანებები) ჩვეულებრივ საკმარისია 1 კვირაინი მკურნალობა. ხანგრძლივი გამოყენების თერაპიული სარგებელი შემოწომებული არ არის. რევმატული დააავადებისთვის, უმრავლეს შემთხვევებში საკმარისია 3-4 კვირიანი მკურნალობა. სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში, პაციენტს ურჩევენ ექიმის კონსულტაციას შემდგომი მკურნალოების საჭიროების განსაზღვრისთვის.
გამოყენების მეთოდი: ადგილობრივი გამოყენებისთვის. სანტაფენამატი დაიტანება თხელი ფენის სახით დაზიანებულ ადგილზე, ნაზად შეიზილება კანში. სანტაფენამატის წასმის შემდეგ მას უნდა მიეცეს კანზე გაშრობის საშუალება რამდენიმე წუთის განმავლობაში. რეკომენდებული არ არის სახვევით ან ტანსაცმლით დაფარვა.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25⁰C ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში.